ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულში - ვინ რატომ ამბობს უარს?

ვინ როგორია სიყვარულში? - ეს ვარსკვლავებმა ყველაზე უკეთ იციან:

♈ვერძი

სხვას თქვენი შეყვარების უფლებას იმის გამო არ აძლევთ, რომ ყოველთვის უკეთესის ძებნის პროცესში ხართ. თქვენ გსურთ, მოძებნოთ ვინმე უკეთესი. მართალი ბრძანდებით, პირველივე შემხვედრს თავი არ უნდა გაუყადროთ, მაგრამ იმავდროულად არ შეიძლება, უარით გაისტუმროთ ადამიანი, ვისაც ჯერ კარგად არ იცნობთ.

♉კურო

თქვენ სიყვარულზე უარს ამბობთ ერთი მიზეზით: გულის გატეხის გეშინიათ. ნუ იქნებით პესიმისტი. თუკი წარსულში სულიერი ტრავმა მოგაყენეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალშიც იგივე განმეორდება.

♊ტყუპები

სიყვარულს კარს უკეტავთ იმ მიზეზით, რომ გეშინიათ, ყველაფერი არ გააფუჭოთ. თქვენ იცით, როგორი რთული პიროვნება ხართ. ზოგჯერ საკუთარი გრძნობები თავად არ გესმით და არ გსურთ, ამ თავსატეხის ამოხსნა სხვას დააკისროთ. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი სიყვარულის მორევში გადაშვება ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს.

♋კირჩხიბი

თქვენ უარს ამბობთ სიყვარულზე იმიტომ, რომ არ გსურთ, ვინმე დააზიანოთ. გეშინიათ, სხვისი გული არ გატეხოთ. ზიანი არასდროს არავისთვის მიგიყენებიათ, თუმცა მაინც მუდმივად შიშობთ, რომ ამას თავიდან ვერ აიცილებთ.

♌ლომი

არ გსურთ, რომ სიყვარულმა თქვენი ცხოვრება შეცვალოს. ყველაფრის გაკონტროლება გჩვევიათ. გინდათ, აკეთოთ ის, რაც გსურთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნამდვილი სიყვარული გალიაში არ გამოგამწყვდევთ. ის, უბრალოდ, გვერდით იქნება სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ.

♍ქალწული

თქვენი შეყვარების უფლებას არავის აძლევთ იმის გამო, რომ თავს არ მიიჩნევთ სიყვარულის ღირსად. საკუთარ თავს ვერ ჰპატიობთ წარსულში დაშვებული შეცდომებს. გირჩევთ, საკუთარი შეცდომებიდან დასკვნები გამოიტანოთ, შემდეგ კი სამუდამოდ გათავისუფლდეთ წარსულისგან.

♎სასწორი

თავს იკავებთ სიყვარულზე იმ მიზეზით, რომ გაცემული გრძნობა უკან არ გიბრუნდებათ. გახსოვდეთ, ვერავინ შეგიყვარებთ, სანამ საკუთარ თავს თავად არ შეიყვარებთ. მოვიდა დრო, რათა ნაკლები იდარდოთ სხვებზე და იფიქროთ მხოლოდ საკუთარ თავზე.

♏მორიელი

თქვენ ადამიანებს არ ენდობით, ამიტომაც შეყვარების უფლებას არავის აძლევთ. ამიტომაც ადამიანმა ჯერ თქვენი ნდობა უნდა მოიპოვოს, დაგიახლოვდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვოს თქვენი სიყვარული.

♐მშვილდოსანი

არავის აძლევთ თქვენი შეყვარების უფლებას, უფრო მეტიც - როგორც კი ვიღაცისგან ამას იეჭვებთ, თავქუდმოგლეჯილი გარბიხართ. თქვენს ცხოვრებაში სიყვარულზე მნიშვნელოვანი რამ არსებობს და ძლიერ განიცდით იმას, რომ შეიძლება, ჩვეული ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობა ერთმანეთს ვერ შეუთავსოთ.

♑თხის რქა

როგორც კი ვინმეს თქვენ მიმართ სიმპათიას შეამჩნევთ, მის მიმართ იმწუთასვე ეჭვი გიჩნდებათ და გრძნობას არ აძლევთ გაღვივების საშუალებას. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყოს, რომ უკვე ბევრჯერ დაიწვით და კიდევ ერთი შეცდომის ჩადენის გეშინიათ.

♒მერწყული

თქვენს შესაფერის ადამიანს ეძებთ, ამიტომაც არავის აძლევთ თქვენი შეყვარების უფლებას. მაღალი სტანდარტები გაქვთ, მაგრამ სიყვარულის მოძებნის იმედს მაინც არ კარგავთ. გირჩევთ, ადამიანს, ვისაც თქვენ მიმართ გრძნობა აქვს, ერთი შანსი მაინც მისცეთ, რათა დარწმუნდეთ, ის „ის“ არის თუ არა.

♓თევზები

შეცდომის თავიდან ასაშორებლად არავის აძლევთ ნებას, სიყვარულის მორევში ჩაგითრიოთ. როცა გიყვართ და სიყვარული მთავრდება, ძალიან ემოციურად განიცდით და დეპრესიაში ვარდებით. ამიტომ ამჯობინებთ, სიყვარულზე საერთოდ უარი თქვათ.

წყარო: Funtime.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები