ექსკლუზივი - ალექსანდრე ზაზარაშვილი, ამერიკულ "ნიჭიერში" მიღებული ოქროს ღილაკის შემდეგ, "American idol"-ში მიიწვიეს

 

პატარა ბიჭუნა რუისიდან, საოცარი ხმით, მცირე პაუზის შემდეგ სცენას დაუბრუნდა, თანაც როგორ... სრულიად იმიჯშეცვლილი და  ოქროს ღილაკით. ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც მეორე წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, 21 ნოემბერს კონექტიკუტის შტატის „ნიჭიერის“ სცენაზე წარდგა და ოქროს ღილაკის საშუალებით პირდაპირ ფინალის საგზური მოიპოვა.

„ExclusiveTV“ ალექსანდრეს ამერიკაში დაუკავშირდა და საკონკურსო გამოსვლის შემდეგ პირველი ემოციების, მისი ამერიკული ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი: დავასრულე თუ არა სიმღერა და ჟიურიმ შეფასება დაიწყო, პირველივე წინადადება იყო რომ ოქროს ღილაკი მივიღე და ფინალში გადავედი. რაც იმას ნიშნავს რომ 18 დეკემბერს იქნება უდიდესი ბრძოლა ამ სცენაზე გამარჯვებისათვის. იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელ მსოფლიოში, რადგან ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი დიდი პაუზის შემდეგ. თანაც აქ გამარჯვება, კონექტიკუტის თეატრში დიდ სოლო კონცერტს ნიშნავს. ასევე, ამ  კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი კონკურს - American Idol-ის პროდიუსერია და უკვე მივიღე მიწვევა პროექტში.

- თუ შენს უკვე შთამბეჭდავ კარიერას გადავხედავთ, ხშირად მონაწილეობ კონკურსებში, რა იქნება შენთვის, როგორც მომღერლისთვის ყველაზე დიდი მიღწევა?

- მართლაც უამრავ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და სიაც დიდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ მიყვარს კონკურსები და დაძაბულობა. ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან კარგი გზა, დასახული მიზნის მისაღწევად.

- დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობ, როგორია შენი ამერიკული ცხოვრება და როგორ შეადარებდი ამერიკელ და ქართველ თანატოლებს, განსაკუთრებით გოგონებს...

- უკვე წელიწად-ნახევარია რაც ამერიკაში ვარ. ვსწავლობ, სკოლაშიც დავდივარ. რაც შეეხება ჩემს თანატოლებს, ქართველები უფრო მეგობრულები და თბილები არიან ამერიკელებთან შედარებით…  გოგონებზე შემიძლია გითხრათ, რომ ქართველ და ამერიკელ გოგონებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. ამერიკელები მეტად გახსნილები არიან ნებისმიერ თემაზე, მაგრამ არიან კიდევ ისეთები, რომ მთელი დღე რომ ერთად გაატარო შეიძლება არც კი დაგელაპარაკონ. გააჩნია ადამიანს, ან ძალიან გახსნილები არიან, ან ძალიან ჩაკეტილები.

- საქართველოში თუ აპირებ დაბრუნებას და რა გეგმები გაქვს საქართველოსთან დაკავშირებით?

- საქართველოში ჩემი ჩამოსვლის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, ჯერჯერობით, სანამ საბუთებს ბოლომდე არ მოვაწესრიგებ, ვერ შევძლებ ჩამოსვლას, მაგრამ როცა დავბრუნდები, ძალიან მინდა, რომ დიდი სოლო კონცერტები გავაკეთო ქართველი მაყურებლისთვის!

ამჟამად, აღნიშნულ კონკურსზე ვარ კონცენტრირებული. 18 დეკემბერს მაქსიმალურად უნდა გამოვავლინო თავი, ასევე ძალიან დამჭირდება მაყურებელთა თანადგომა.

P.S.შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი არა­ერ­თი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი საბავშვო „ვო­ი­სის“. აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სში მან 2019 წელს გაიმარჯვა.

ესაუბრა ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი