ბოლონიის მთავარეპისკოპოსმა უკრაინელ ერს პატიება, ბოროტების ირიბად თანამონაწილეობისთვის სთხოვა
ბოლონიის კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, მატეო მარია ზუპიმ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებისას უკრაინაში ომის შეწყვეტის და დაზავების აუცილებლობაზე ისაუბრა. წმინდა პეტრეს სახელობის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან, მთავარეპისკოპოსმა სოლიდარობა იმ ადამიანებს გამოუცხადა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ომის გამო ქვეყანა დაეტოვებინათ.
"ქრისტეს აღდგომა არის მშვიდობა" - განმარტა ბოლონიის მთავარეპისკოპოსმა.
,,ეს არის გამარჯვება ბოროტებაზე და სიკვდილზე, რომელიც ყველაზე უკუნით სიბნელესაც კი ანათებს. ეს არის სინათლის ის ნაპერწკალი, რომელიც გვაგრძნობინებს უფლის უსაზღვრო სიყვარულს ამდენი სირთულეების ჟამსაც კი. დღეს დილით საკათედრო ტაძარი აავსო უკრაინულმა საზოგადოებამ, რომლებიც აქ მოვიდნენ ცრემლიანი თვალებით. ქალები, რომლებიც გულით დაატარებენ ქრისტეს ჯვარს. ისინი ეძებდნენ ნუგეშს ლოცვის სახით, რომელიც შუამდგომელი უნდა გახდეს მშვიდობისთვის.
ვთხოვთ მათ პატიებას, ამქვეყნიური მსოფლიო ბოროტების თანამონაწილეობისთვის და იმის გამოც, რომ რაც უკრაინაში ხდება შორიდან ვუყურებდით."
ქადაგების დროს მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა, არ დაეჯერებინათ მრავალი ცრუ მითი, როგორიცაა იარაღის მეშვეობით მშვიდობის დამყარება:
,,იესო ქრისტე გვახსენებს, რომ ბოროტება არსებობს, მაგრამ ჩვენ მისი ეს სიტყვები სერიოზულად არ მივიღეთ. მან იქვე დასძინა, რომ სიყვარული არ არის მარტივი, გამამხნევებელი, მხოლოდ მოგებიანი გამოსავალი. უფალი არ გვთხოვს ბოროტებისგან გაქცევას, არამედ ის გვეუბნება, დავამარცხოთ ის სხვების სიყვარულით. ჩვენზეა დამოკიდებული რომელ მხარეს დავდგებით უფლის სიტყვების, ნაციონალიზმის თუ იარაღის მწარმოებლების."
ქადაგების დასასრულს მთავარეპისკოპოსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უარი უნდა ვუთხრათ ბოროტებასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას და დავადგეთ მშვიდობის გზას.
წყარო: Resto Del Carlinoნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV-თვის რეჯიო-ემილიადან
1732305428
სოციალური მედიაგიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა. სასიამოვნო სიახლე სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მივესალმოთ ენი მამარდა...
1732303264
ჰოროსკოპიზოდიაქოს 5 ნიშანი ამ შაბათ-კვირას ძალიან ბედნიერი იქნება
ამ შაბათ-კვირას ზოდიაქოს ხუთი ნიშნის ცხოვრებაში ნამდვილი ზღაპარი მოხდება: ვერძი ამ შაბათ-კვირას ვარსკვლავებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადეს. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი სამუშაო ან შემოქმედებითი შეთა...
1732301729
სოციალური მედია„მამაჩემი იყო ტაქსის მძღოლი, მაგარი კაცი ძალიან... მთავარია ვაჭრული სული არ გქონდეს, არაფერი სირცხვილი არ არის“ - რას იხსენებს მაკა შალიკაშვილი
მსახიობ მაკა შალიკაშვილის ცხოვრებაში უამრავი განცდა, სიხარული და ტკივილი იყო, ისეთი რთული პერიოდები, როცა არ ეღიმებოდა, თუმცა, ყოველთვის გულწრფელად უღიმოდა მათ, ვინც მის მიმართ სითბოს გამოხატავდა. როგ...
1732299495
საზოგადოება„ასეთი შტერი თავად ნამდვილად არ ვარ“ - ცნობილია რომელ სერიალში ვიხილავთ ნათია წიწილაშვილს
გარკვეული პაუზის შემდეგ, მსახიობი ნათია წიწილაშვილი ეკრანზე ბრუნდება. მას უკვე პოპულარულ სერიალში - „სიყვარულს მიღმა“ ვიხილავთ, რის შესახებაც იგი kvirispalitra.ge-სთან საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინ...
1732297087
სოციალური მედია„რამდენიმე დღეში ვერაგს ბოლო რაუნდში შევებრძოლებით“ - თორნიკე ყაჯრიშვილი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ჟურნალისტი და პროდიუსერი თორნიკე ყაჯრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილის, პატარა დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლეს ინფორმაციას გვიზიარებს: „დათიკოს გმირობის ისტორია გრძელდება....