დააკავეს ნეაპოლის ცნობილი კრიმინალური დაჯგუფება (ვიდეო)

გასულ თვეს, "ექსკლუზივტვ"-მ გააშუქა ყაჩაღობის ფაქტი, რომელიც ნეაპოლის პროვინციაში, ერთ-ერთ პიცერიაში მოხდა, სადაც სამი შეიარაღებული პიროვნება შეიჭრა. მათ, გარდა ნავაჭრი ფულის მითვისებისა, პიცერიის სტუმრებიც გაძარცვეს. ყველაზე შოკის მომგვრელი ის იყო, რომ მძარცველები ბავშვებსაც არ მოერიდნენ და იარაღი მათკენაც მიმართეს.

იტალიური პრესის ცნობით ამ ამბის სამივე მონაწილე დაკავებულია. ესენი არიან: მარკო ჯარდინო 20 წლის, სალვატორე დი მატეო 20 წლის, ანტონიო სილვესტრო 32 წლის.

დაჯგუფება, სხვა არაერთი ძარცვა-ყაჩაღობის ფაქტზე იყო შემჩნეული და პოლიციას დიდი ხანია მიზანში ჰყავდა ამოღებული.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს, რამდენიმე შეიარაღებული თავდამსხმელი ნეაპოლთან ახლოს კაზავატორეში მდებარე პიცერია „Un posto al sole“-ში შეიჭრა. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, თუ როგორ თავისუფლად მოქმედებენ ბოროტმოქმედები, მიუხედავად ბავშვების სიმრავლისა.

მათ იარაღი რამდენჯერმე არასრულწლოვანებისკენაც მიმართეს და გარდა პიცერიის ნავაჭრისა, კლიენტებიც აიძულეს ფული, ძვირფასეულობა და საათები გადაეცათ.  შეიარაღებული თავდასხმის კადრებს იტალიურმა მედიამ Corriere del mezzogiorno გაავრცელა.

 

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714029100

ახალი ამბები

„პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციას ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადეს“ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებულ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1714026064

ახალი ამბები

„იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო, იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ამ ბავშვების გვერდით, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე არიან, დგას, მაგალითად, შოთა უტიაშვილი, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ხანდაზმული ადამია...

მიხეილ ყაველაშვილი

1714024860

სოციალური მედია

„ნიჭიერების ზეიმი“ - ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი შესრულება

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა. ვიდეოს სოციალურ ქსელში მაგდალენა აქვეყნებს. „ნიჭიერების ზეიმი“ „უმაგრესები ხართ“ „...

ანრი და მაგდალენა ჯოხაძეები

1714021934

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია. ირაკლი კობახიძე „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნება. მთავრობის მეთაური კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამ...

ირაკლი კობახიძე

1713991069

საზოგადოება

25 აპრილს შუქი მთელი დღით გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: ნაძალადევის რაიონ...

შუქი დენი