იტალია, რუსული გაზისგან დამოუკიდებლობის მისაღებად, საკუთარი ბუნებრივი რესურსების ამუშავებას იწყებს?!

რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთისადმი დაწესებულმა სანქციებმა, ბევრი ქვეყანა გარკვეული კრიზისების საფრთხეების წინაშე დააყენა. მათ შორისაა იტალიაც.

იტალია წელიწადში 75 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ ბუნებრივ აირს მოიხმარს, შიდა წარმოება კი დაახლოებით 3-4 მილიარდს შეადგენს. ამჟამად ქვეყანას ბუნებრივი აირის დაახლოებით 1300 პროდუქტიული ჭა აქვს, მაგრამ ბევრი მათგანი არააქტიურია.

მათი უმრავლესობა ადრიატიკის ზღვაშია ემილია-რომანიას, მარკეს, აბრუცოსა და მოლიზეს სიახლოვეს. დიდი მარაგი არსებობს სარდინიის ჩრდილო-დასავლეთით და ასევე სიცილიის არხში. ეს უკანასკნელი დიდი ალბათობით 2024 წლისთვის ამუშავდება. 

აღნიშნული ჭების ამუშავებას, პიტესაის გეგმამ უამრავი ბიუროკრატიული ლიმიტი დაუწესა, მაგრამ შესაძლოა ეს ლიმიტები "განიბლოკოს", რათა იტალიამ შეძლოს თავი დააღწიოს რუსეთიდან იმპორტირებულ მარაგებზე დამოკიდებულებას.

ექსპერტების ინფორმაციით, იტალიას 350 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი რესურსი აქვს. თუ უკვე მოქმედ ჭაბურღილებს, დავუმატებთ არამოქმედებს, რომელთა გააქტიურებაც გეგმაშია, იტალია წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვებას შეძლებს.

გარდა ამისა, იტალია რუსული ბუნებრივი აირის ალტერნატივად ალჟირულ გაზსაც განიხილავს. სწორედ ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, 11 აპრილს ალჟირში იმყოფებოდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752923438

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ეროვნულ ხელისუფლებაზე შანტაჟით ევროპელმა ბიუროკრატებმა დაიწყეს მუშაობა გეგმაზე, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების ჩანაცვლებას აგენტურული ძალებით, მათი დავალებების უპირობო შემსრულებლებით

„უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა ევროპელი ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმამ და შანტაჟის დიაპაზონი სულ უფრო და უფრო ფართოვდება“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხ...

თორნიკე ჭეიშვილი

1752921324

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ ის კანონები, რომლებიც მივიღეთ, ბოლომდე დავიცვათ და დავიცვათ შესაბამისად საქართველოს ინტერესები

დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ხალხი პირდაპირ გთხოვს გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, ანუ აღარ ვიცოდეთ ვინ აფინანსებს რევოლუციებს საქართველოში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების...

გიორგი ჩაკვეტაძე

1752919954

მსოფლიო

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება“ მოითხოვა - ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.   „გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გ...

 შალვა პაპუაშვილ

1752919882

მსოფლიო

აშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა

აშშ-ში კაცი ნებართვის გარეშე შევიდა კაბინეტში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყო განთავსებული. აპარატი ჩართული იყო. კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა და აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზი...

აშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა

1752918381

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხე...

ირაკლი ჭეიშვილი