Italian design days - იტალიური დიზაინი კვლავ საქართველოშია!

იტალიური დიზაინი კვლავ საქართველოშია! 

30-31 მაისს, თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე მუზეუმში საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება გაიმართა.

საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ერთობლივად გახსნეს სამი გამოფენა, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს 2022 წლის 3 ივნისამდე შეეძლოთ.

პროექტის მიზანია საქართველოში იტალიური დიზაინის ცნობადობის ამაღლება და ხელმისაწვდომობა, შესაბამისი დარგების წარმომადგენლებს შორის კავშირების გაძლიერება და ამ სფეროებში საქართველოსთან მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა.

როგორც ExclusiveTV-თან საუბრისას საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ნიკოლა იორიომ განაცხადა - “იტალიის არქიტექტორთა ეროვნულ საბჭოსთან ერთად მომზადებული ექსპოზიცია უკავშირდება დიზაინის დღის მთავარ თემას „რე@გენერაცია: დიზაინი და ახალი ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“. ჟურნალი „Domus“-ის ქართული გამოცემა, რომელიც ამ ჟურნალის პირველი და ერთადერთი გამოცემაა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში, დამთვალიერებელს შესთავაზებს გამოფენას „შესაძლოა თუ არა ისტორიის და მომავლის კოჰაბიტაცია?“ 

საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ ღონისძიების ფარგლებში გამართული კონკურსის შესახებაც ისაუბრა: "გამოცხადდა იტალიის საელჩოსა და დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) მიერ ჩატარებულ კონკურსში „When Italian Design Meets Georgian Creativity" გამარჯვებული ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების ვინაობა და გაიმართა მათი საავტორო პროექტების ექსპოზიცია". პირველი პრემიის სახით, გამარჯვებულმა ავტორმა მიიღო დიზაინის ევროპული ინსტიტუტის სტიპენდია IED-ის იტალიის ერთ-ერთ ფილიალში სასწავლებლად. მეორე პრემია გულისხმობს დიზაინის ევროპული ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ ონლაინ კურსს „Smart Creativity“, ხოლო იტალიის საელჩო საქართველოში გასცემს ჟიურის "სპეციალურ პრემიას.”

წლევანდელი გამარჯვებულები არიან: ანი ფერიაშვილი, რომელიც დაჯილდოვდა პირველი პრიზით, ნინო დაფქვიაშვილი - მეორე პრიზით და თიკა შელია "ჟიურის პრიზით".

31 მაისს გაიმართა ვორქშოპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არქიტექტურისა და დიზაინის დარგებში მომუშავე ისეთი კომპანიებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, როგორიცაა: ფლორენციის უნივერსიტეტი, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დაარსებული ცენტრი „Poli.design“, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და კრეატიული ინდუსტრიების ცენტრი, დიზაინის ევროპული ინსტიტუტი და ჟურნალი „Domus-საქართველო“.

ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1669631100

საზოგადოება

"ციხეში გაუპატიურებაზე მოხვედრილი ერთი კაცი დასამარხი იყო და კაცები ხელს არ კიდებდნენ, სამი საათი გახდა და ქალებმა გამოასვენეს მერე - მონაზონზე თავდამსხმელებს ღვთის წინაშე რა ელით ამაზე აღარაფერს ვიტყვი"

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან მუჯირი სოციალურ ქსელში, 26 ნოემბერს ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს: "რაც...

მამაო

1669629600

ახალი ამბები

„ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება“- ხათუნა სამნიძე

ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდეც ძალადობა, –განაცხადა „რესპუბ...

ხათუნა სამნიძე -პოლიტიკოსი

1669628400

სოციალური მედია

"მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე"

"მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე", - ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ...

გოგონა

1669626900

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა - ილია მეორეს ჯამში ნათლული 45 000 ბავშვი ჰყავს

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა. ილია მეორის ნათლული ჯამში 45 000 ბავშვია. სამების საკათედრო ტ...

სამებაში დღეს საყოველთაო ნათლობა გაიმართება

1669625100

ახალი ამბები

რუსთავში 20 წლის გოგო დაჭრეს

რუსთავში სასტუმროსთან 20 წლის გოგო დაჭრეს. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულ დაზიანებები, სავარაუდოდ ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, დაჭ...

სასწრაფო