იტალიაში, იანვრიდან, "ბადანტეების" და შინამოსამსახურეების ხელფასი იზრდება?!
იტალიაში, 2023 წლის იანვრიდან, "ბადანტეების" და შინამოსამსახურეების ხელფასი იზრდება?! ამის შესახებ იტალიურ პრესაში ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ. სახელმწიფო, აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად, საკანონმდებლო ცვლილების გატარებას გეგმავს. ამაზე და ასევე "შავი სამუშაო ბაზრის" მართვის აუცილებლობაზე, მკაფიოდ ისაუბრა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შრომის სამინისტროში კლაუდიო დურიგონიმაც.
თუ ხელფასების მომატებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, ოჯახებში დასაქმებულ პირებს ყოველთვიურად დაახლოებით 125-ევროიანი დანამატი ექნებათ ხელფასზე (მომვლელის სრულგანაკვეთიანი სამუშაო კონტრაქტის შემთხვევაში). ერთი შეხედვით, სიახლე საკმაოდ მომხიბვლელი ჩანს ოჯახებში დასაქმებული პირებისთვის, მაგრამ აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემდეგ, თუ გავითვალისწინებთ სახელფასო, საშვებულებო, ე.წ. "ლიკვიდაციონეს" და TFR-ს, ოჯახებს საკმაოდ მძიმე ტვირთი დააწვებათ, რადგან წელიწადში დაახლოებით 2000 ევროთი მეტის გადახდა მოუწევთ. Assindatcolf-ის პრეზიდენტის ანდრეა ძინის განცხადებით, ამან შესაძლოა ოჯახები აიძულოს მომვლელებზე უარი თქვან, ან სამუშაო საათები შეამცირონ.
კლაუდიო დურიგონის განცხადებით, ცვლილების ცალსახად განხორციელება არ შეიძლება და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს დამსაქმებელი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზეც, რისთვისაც შესაძლოა სპეციალური ფონდი გამოიყოს. საკითხი წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.
1713164760
ახალი ამბები"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო
საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...
1713159996
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...
1713094502
ახალი ამბებითავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა
სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა. სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...
1713092693
საზოგადოება18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად
18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად. გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...
1713092108
ახალი ამბები3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა
ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...