იტალიაში ოჯახში ხართ დასაქმებული? - ვალდებული ხართ თან ახლდეთ ოჯახს საშობაო პერიოდში გადაადგილებისას?!

იტალიაში ოჯახში ხართ დასაქმებული? - ხართ თუ არა ვალდებული თან ახლდეთ ოჯახს საშობაო პერიოდში აგარაკზე, ზღვის სახლში, ან სხვაგან გადაადგილებისას?
შობის და საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, რა უფლება-მოვალეობები აკისრია შინამოსამსახურეს იტალიაში, ამ პერიოდში.
შინამოსამსახურე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა გაჰყვეს ოჯახს არდადეგების პერიოდში გადაადგილებისას, მაგრამ ვალდებული არ არის. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დამსაქმებლის მიერ შინამოსამსახურესთან ერთად გადაადგილება არ უნდა ემთხვეოდეს, დასაქმებული პირის მიერ წინასწარ მოთხოვნილ საშვებულებო პერიოდს.
საუკეთესო ვარიანტია, თუ სამუშაო ხელშეკრულების დადების მომენტში გაიწერება ეს საკითხი, თუმცა კანონით, ამის ვალდებულება არ არსებობს.
თუ ხელშეკრულებაში წინასწარ ჩადებულია პუნქტი, რომ შინამოსამსახურე თან უნდა გაჰყვეს ოჯახს არდადეგების პერიოდში, ამ შემთხვევაში პირის ანაზღაურება იგივე რჩება, რაც ჩვეულებრივ პერიოდში (აქ არ იგულისხმება დღესასწაულების დამატებითი ანაზღაურება).
იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტი არ ითვალისწინებს გადაადგილებას ოჯახთან ერთად და შინამოსამსახურეს მაინც უწევს გაყოლა, ანაზღაურება იზრდება და შეადგენს დღიური ანაზღაურების 20 პროცენტით მეტს.
რა თქმა უნდა, გადაადგილების და საცხოვრებლის ხარჯებს, დამსაქმებელი ოჯახი ფარავს.
1695968999
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა და...
1695911282
ბიზნესილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტას
28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი...
1695899918
სპორტიკვარას დაბრუნება!
27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა. როგორც მოსალოდნელ...
1695817612
საქართველოსაქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება
ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი...
1695801600
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებე...