იტალიური კინო, თბილისის ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე - რომელი ფილმების ნახვას შეძლებთ?!

იტალიური კინო, თბილისის ფილმის 23-ე საერთაშორისო ფესტივალზე - რომელი ფილმების ნახვას შეძლებთ?!

4 დეკემბერს იწყება Tbilisi International Film Festival, რომელიც იტალიის საელჩოს ტრადიციული მხარდაჭერით იმართება. კინოფესტივალის სექციაში "კინოს მეხსიერება" ნაჩვენები იქნება სამი იტალიური ფილმი, რომლებიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მოაზროვნედ აღიარებული რეჟისორის, პოეტისა და მწერლის, პიერ პაოლო პაზოლინის დაბადებიდან ასი წლისთავს ეძღვნება, "ევროპულ ფორუმზე" კი წარმოდგენილი იქნება 2022 წელს გადაღებული იტალიური ფილმი.

5 დეკემბერს, 14:00სთ-ზე (მე-2 დარბაზში) - პიერ პაოლო პაზოლინის 1969 წელს ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით გადაღებული ფილმი "მედეა" (მთავარ როლში: მარია კალასი). ფილმში ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ამავდროულად, რთული და მრავალმხრივი ფიგურის, მედეას ისტორიის მიღმა, ნაჩვენებია ორი განსხვავებული კულტურის - მედეას სულიერებით აღსავსე, არქაული სამყაროსა და იასონის რაციონალური და პრაგმატული სამყაროს - ურთიერთდაპირისპირება.

7 დეკემბერს, 14:00სთ-ზე (მე-3 დარბაზში) - "პაზოლინის მრისხანება", ჯუზეპე ბერტოლუჩის 2008 წელს გადაღებული და პირველად ვენეციის 65-ე კინოფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი, რომელიც პიერ პაოლო პაზოლინისა და ჯოვანინო გუერესკის მიერ 1963 წელს გადაღებული ფილმის პირველი ნაწილის აღდგენის მცდელობას წარმოადგენს. 

8 დეკემბერს, 12:00სთ-ზე (1 დარბაზში) - პაზოლინის მიერ სოფოკლეს ტრაგედიის მიხედვით გადაღებული ფილმი "ოიდიპოს მეფე" (1967წ.), რომელიც თავად რეჟისორის თქმით, მეტაფორული ავტობიოგრაფიის შექმნისა და, ამავე დროს, ფსიქოანალიზისა და მითის კვლევის მცდელობა გახლდათ.

9 დეკემბერს, 14:00სთ-ზე (1 დარბაზში) - "მშვიდობით, ლეონორა" (2022წ.), ცნობილი იტალიელი რეჟისორის, პაოლო ტავიანის პირველი ფილმი, რომელიც მან ძმის, ვიტორიოს გარდაცვალების შემდეგ გადაიღო. ფილმი, რომელმაც "ვერცხლის ლენტი" და ბერლინის ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო მოიპოვა, საქართველოში პირველად წარმოდგენილი იყო საავტორო კინოს ბათუმის წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.
კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ "ამირანში".

 

Film italiani al Festival Internazionale del Cinema di Tbilisi.
Al via dal 4 dicembre la 23esima edizione del Festival Internazionale del Cinema di Tbilisi. Tre film italiani nella sezione "Memories of Cinema" per celebrare il centenario dalla nascita di Pier Paolo Pasolini, uno dei più grandi registi, poeti, scrittori e intellettuali italiani del Novecento, e un film prodotto nel 2022 nel programma "European Forum" del Festival, sostenuto - ormai tradizionalmente - dall'Ambasciata d'Italia in Georgia. 

Ecco gli appuntamenti da non perdere:
Il 5 dicembre, alle ore 14:00 (Sala 2) - "Medea" (1969), film di Pier Paolo Pasolini tratto dall'omonima tragedia di Euripide, con Maria Callas nel ruolo della protagonista principale. Il regista ha trasformato la storia di Medea, una delle più affascinanti e complesse figure della mitologia greca, in una riflessione sullo scontro tra due culture diverse, del mondo arcaico e spirituale di Medea con quello pragmatico e razionale di Giasone.

Il 7 dicembre, alle ore 14:00 (Sala 3) - "La rabbia di Pasolini" (2008), documentario di Giuseppe Bertolucci, presentato alla 65esima Mostra Internazionale d'Arte Cinematografica di Venezia, è un tributo alla memoria del grande regista e un tentativo di ricostruire la versione originale del film girato nel 1963 da Pasolini e Guareschi. 
L'8 dicembre, alle ore 12:00 (Sala 1) - "Edipo re" (1967), film liberamente ispirato alla tragedia di Sofocle, nel quale Pier Paolo Pasolini cerca di realizzare una sorta di autobiografia visionaria e metaforica e, allo stesso tempo, di "affrontare il problema della psicoanalisi e del mito".

Il 9 dicembre, alle ore 14:00 (Sala 1) - "Leonora, addio" (2022), il primo lungometraggio firmato dal grande regista italiano Paolo Taviani dopo la morte del fratello Vittorio. Il film ispirato a Luigi Pirandello e vincitore di un Nastro d'Argento e del premio FIPRESCI al Festival di Berlino, è stato presentato in Georgia per la prima volta nell'ambito del Festival Internazionale di film d'autore di Batumi (BIAFF). I film italiani verranno proiettati presso il cinema Amirani.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები