მათთვის, ვინც იტალიაში ბინადრობის უფლების მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა

მოგეხსენებათ, რომ რვა წლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს, იტალიის მთავრობამ ლეგალიზაციის კანონი გამოუშვა, რომელზეც განაცხადის შეტანის ვადა მხოლოდ, ორი თვით და 15 დღით განისაზღვრა. რიგი მიზეზების გამო უამრავმა ემიგრანტმა, „სანატორია 2020“-ზე განაცხადის გაკეთება ვერ შეძლო. 

იმ ემიგრანტთა, საყურადღებოდ, ვინც იტალიაში ბინადრობის უფლების მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა, ასოციაცია Tutto Insieme Georgia-ს პრეზიდენტი, ქალაქ პიზაში მოღვაწე იურისტი, ხათუნა ტატუნაშვილი საინტერესო პოსტს აქვეყნებს. წერილში მოყვანილია, რამდენიმე ვარიანტი, რის მიხედვითაც არალეგალ ემიგრანტს შეუძლია, იტალიაში ბინადრობის უფლება მოიპოვოს. 

„Casi speciali“ - „განსაკუთრებული შემთხვევები“.

განსაკუთრებული შემთხვევების გამო, ბინადრობის ნებართვას გასცემს პოლიციის შტაბი  (მუხლი-1, პუნქტი-9/113/2018-ის განკარგულების ბოლო ცვლილების შესაბამისად - 2020 წლის 23 დეკემბერი), ტერიტორიული კომისიის მიერ ჰუმანიტარული დაცვის აღიარების შემთხვევებში (დღესდღეობით, მხოლოდ 5/10/2018 წლამდე მიღებული ტერიტორიული კომისიის გადაწყვეტილებების შემთხვევაში), ან სასამართლოს მიერ აღიარების შემთხვევაში.
სალვინის უსაფრთხოების დეკრეტი-ს (2018 წლის 5 ოქტომბერი) საფუძველზე, პოლიციის შტაბს აღარ შეუძლია, გასცეს ბინადრობის ნებართვა ფორმით "ჰუმანიტარული მიზეზები", მაგრამ გასცემს "Casi speciali" -ს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

ბინადრობის ნებართვა "განსაკუთრებული შემთხვევები", ყოფილი "ჰუმანიტარული" მიზეზები:

- აქვს ორი წლის ხანგრძლივობა;
- იძლევა მუშაობის საშუალებას;
- ვადის გასვლისთანავე შეიძლება გადაკეთდეს ბინადრობის ნებართვაზე, როგორც დაქვემდებარებული, ისე თვითდასაქმებული სამუშაო მიზეზების გამო ("Subordinato"ან "Autonomo) - (ვადის გასვლის შემდეგ ვერ გადაკეთდება, თუმცა ექვემდებარება განახლებას).

პოლიციის შტაბი, დაინტერესებული მხარის მოთხოვნისა და კომპეტენტური ტერიტორიული კომისიის დასკვნის საფუძველზე, გასცემს ბინადრობის ნებართვას სპეციალური დაცვის მიზნით.
"casi speciali" - ბინადრობის ნებართვა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გაიცემა შემდეგი მიზეზების არსებობის შემთხვევებში:

- ტრეფიკინგის, ძალადობის, ან სერიოზული ექსპლუატაციის მსხვერპლი (მუხლი 18);- ოჯახური ძალადობის მსხვერპლი (მუხლი18);-განსაკუთრებული შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი (მუხლი 22,პუნქტი 12) და ა.შ."Casi speciali"-ს გაიცემა ასევე იმ პირზე, რომლის ოჯახის წევრი იმყოფება ლეგალურ მდგომარეობაში იტალიის ტერიტორიაზე."Casi speciali" არ ზღუდავს სამშობლოში მიმოსვლას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები