„მე მათთვის ამ სიკეთის საფასური არაფერი გამიკეთებია“ - იტალიელებმა ქართველ ემიგრანტს ავტომობილი აჩუქეს

3 წლის წინ, ავთვისებიანი კარცენომის დიაგნოზით, 5 თვის ფეხმძიმე ჩამოვედი იტალიაში, - გვიყვება ემიგრანტი თეონა სტეფანოვი, რომელიც exclusivetv.ge-ს თავისი ისტორიის გასაზიარებლად დაუკავშირდა.

,,მინდა, ჩემი სიხარული ყველა ემიგრანტს გავუზიარო, მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა. თუმცა, მანამდე ჩემს ისტორიას მოგიყვებით, რომელიც თითქოს დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ვინც მიცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ ყველაფერი სიმართლეა.

ქორწინებიდან, რამდენიმე წლის მანძილზე ბავშვი არ გვიჩნდებოდა. რვა წლის შემდეგ დავფეხმძიმდი, თუმცა ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. იტალიაში დედაჩემი ცხოვრობდა, გადავწყვიტე მასთან წავსულიყავი და მკურნალობა იქ დამეწყო. მეუღლემ იმედიანი თვალებით გამომაცილა, რადგან ორივე ვფიქრობდით, რომ გამოსავალს იტალიაში ვიპოვიდით. სამი თვის შემდეგ თავადაც ჩამოვიდა. 

დედა, საქართველოში ხონის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი იყო თუმცა ახლა „ბადანტედ“ (მოხუცის მომვლელი) უწევს მუშაობა. ჩამომიყვანა, მისი დიდი და საოცრად გულიანი მეგობრების მხარდაჭერის იმედით, რომლებიც ყოველთვის მხარში გვიდგანან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დედაჩემის ქართველ და იტალიელ მეგობრებს, მადლობა საჯაროდ გადავუხადო. 

ღვთის მადლით, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, ბავშვიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და ჩემი ოპერაციაც წარმატებით დასრულდა. ქართული დიაგნოზი, „ადენომა“  მშვიდმა ცხოვრებამ ჩაანაცვლა და გარკვეული პერიოდით იტალიაში დარჩენა გადავწყვიტეთ.

მუშაობა ერთ ხანდაზმულ მოხუც ქალბატონთან დავიწყე, რომელიც სამწუხაროდ მალე გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე და ვიფიქრე, მოხუცის მომვლელად აღარ ვიმუშავებდი, მაგრამ სამსახურის ძიების პროცესში დედას მეგობარმა დამირეკა რომ ერთ ოჯახს, სადაც ხანდაზმული იტალიელი ცოლ-ქმარი ცხოვრობდნენ, დამხმარე ესაჭიროებოდათ. მიუხედავად, იმისა რომ გადაწყვეტილი მქონდა მსგავსი სამუშაო აღარ შემესრულებინა, მაინც დავთანხმდი და მათთან მუშაობა დავიწყე. პირველივე დღიდან, მათთან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარი შვილიშვილი და არა ვიღაც, უთვისტომო, ვინც 3000 კილომეტრიდან ჩამოვიდა.

ორი კვირის შემდეგ, "ბებია" მარიზამ მკითხა, ავტომობილის ყიდვას ხომ არ აპირებთო? - ვუპასუხე კი, მაგრამ ჯერ სხვა გეგმები გვაქვს განსახორციელებელი. მეორე დღეს სამსახურში მივედი და მითხრეს, რომ გადაწყვიტეს, მათი ავტომობილი მე მაჩუქონ.

ეს იმდენად მოულოდნელი იყო გავოცდი, მე მათთვის, ამ სიკეთის საფასური ნამდვილად არაფერი გამიკეთებია. ეს იყო, მომენტი, როცა მადლიერების სიტყვები ზედმეტი იყო. მაგრამ ეს არის ორი საოცრად თბილი და კეთილი ადამიანი. ბედნიერი ვარ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გზა მათთან გადაიკვეთა. მადლობა მათ შვილებს, მარკო და ვალენტინა ორთოლანებს, რომ პატივი სცეს მშობლების გადაწყვეტილებას. ვიცი ისინი ქართულად ვერ წაიკითხავენ, მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა, რომ “ძალიან კარგი შვილები ხართ და საოცარი მშობლები გყავთ“. ჩემს სიხარულს და მადლიერებას მათდამი პატივისცემით, გულისხმიერებით და ერთგულებით გამოვხატავ. კიდევ ერთხელ საჯარო მადლობა, მათ ამ საჩუქრისთვის.

იმ ქართველებს მინდა, მივმართო, ვინც იტალიაში „ბადანტედ“ მუშაობს და ოჯახებში თავს ცუდად გრძნობენ, ან ცუდად ეპყრობიან. ნუ ფიქრობთ, რომ ყველა იტალიელი ერთნაირია. არ შეიძლება ერთი ოჯახის მაგალითით განვსაჯოთ სრულიად ქვეყნის მოსახლეობის ავკარგიანობა. მჯერა,რომ თქვენც გაგიმართლებთ, თქვენს ცხოვრებაშიც შემოვლენ კარგი იტალიელები, რადგან ცოტანი არ არიან. 

ავტორი: ხათუნა შარაძე

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები