ქალაქ ბარის საკვირაო სკოლა „იმედის“ მოსწავლეებს, მწერალ გივი ჩიღვინაძის წიგნები გადასცეს

ქალაქ ბარის საკვირაო სკოლა „იმედის“ მოსწავლეებს, მწერალ გივი ჩიღვინაძის წიგნები საჩუქრად გადასცეს.
ინფორმაციას, „ასოციაცია "იმედი" კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი / Associazione IMEDI“ ავრცელებს.
ასოციაციის დამფუძნებლისა და სკოლის ხელმძღვანელის, ცინარი ღვალაძის თქმით, სტუმრებმა ემიგრანტ ბავშვებს, მწერალ გივი ჩიღვინაძის წიგნები ავტორის ავტოგრაფით, საჩუქრად გადასცა. მწერალსა და ბავშვებს შორის ასევე შედგა ონლაინ შეხვედრა.
„ქალაქ ბარის საკვირაო სკოლა ,,იმედი" სკოლის დამფუძნებელთან, ცინარი ღვალაძესთან და მის გუნდთან ერთად ვულოცავთ ბატონ გივის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. სასიხარულოა რომ ამ მნიშვნელოვანი და მამულიშვილური ღონისძიების უშუალო მონაწილეები ვართ და ვმასპინძლობთ გამორჩეულად საყვარელ და საპატიო სტუმრებს! ეს შეხვედრაც შედგა და დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს იმ წიგნების სახით რაც მან უსახსოვრა!
უღრმესი მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორს ქალბატონ თეონა ბოტკოველს და ჩვენს სტუმარს ხათუნა ბოლაშვილს. მადლობა ყველას ვინც იყო უშუალო მონაწილე ამ ლამაზი და სასიამოვნო დღის! უამრავი წარმატება ყველას საშვილიშვილო და ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეში“ - წერია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1695968999
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა და...
1695911282
ბიზნესილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტას
28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი...
1695899918
სპორტიკვარას დაბრუნება!
27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა. როგორც მოსალოდნელ...
1695817612
საქართველოსაქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება
ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი...
1695801600
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებე...