რას აღნიშნავენ, იტალიაში 8 დეკემბერს

„მეგობრებო ეჭვი არ მეპარება, რომ კარგად იცნობთ იტალიის დღესასწაულებს, მათ შორის რელიგიურს, რადგან იტალიურ ოჯახებში ცხოვრობთ და გსურთ თუ არა,თქვენდა უნებურად მათი ზეიმის მონაწილე ხდებით.“ - წერს ემიგრანტი იტალიაში, თამარა თოფჩიშვილი.

„ამ პოსტს ვწერ მათთვის, ვინც ახალი ჩამოსულია და არ იცის ხვალ რას ზეიმობენ იტალიელები. ბევრი მეკითხება და ძალიან მოკლედ გეტყვით. ყოველი წლის 8 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია, ნეტარი ღვთისმშობლის უკვდავი კონცეფციის საზეიმო ვითარებას, (Festa dell’immacolata) აღნიშნავს, ეს არის დოგმა, ანუ რწმენა, რომელიც ადგენს, რომ მარიამს ნაზარეთს არ შეხებია ადამიანის მოდგმისთვის ჩვეული ცოდვა, მის სხეულში ქრისტეს ჩასახვის პირველივე წუთიდან. 8 დეკემბერი ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღეა.

„ღმერთმა - ამბობს კათოლიკური ეკლესია, აირჩია მარიამი თავისუფალი, მთელი კაცობრიობისაგან გამორჩეულად, რომ ყოფილიყო მისი ძის დედა და ამ მისიის შესასრულებლად, უკვდავყო იგი. ეს ნიშნავს, რომ ღვთის წყალობით და იესო ქრისტეს დამსახურებით, მარიამი ააცილა ბუნებრივ ცოდვას იესოს ჩასახვის დღიდან. ” ყველა კათოლიკეს ვულოცავ ამ ლამაზ დღეს. ჩემს ქალაქში განსაკუთრებულად ლამაზად აღინიშნება ეს ტრადიცია.“ - წერს თამარ თოფჩიშვილი.

მკითხველს შევახსენებთ, რომ 8 დეკემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 342-ე დღე (ნაკიან წლებში – 343-ე დღე) წლის ბოლომდე დარჩენილია 23 დღე.

1854 წელს, პაპი პიუს IX აქვეყნებს დოგმას უმწიკვლო ჩასახვის შესახებ, რომლის მიხდევით ქალწული მარიამი საწყისი ცოდვის გარეშე დაიბადა.

იტალიაში დასაქმებულ პირთა საყურადღებოდ: თქვენ სრული უფლება გაქვთ, ეს დღეები, თქვენი სურვილისამებრ გამოიყენოთ, რადგან გეკუთვნით როგორც დასვენება, ასევე ანაზღაურება, მაგრამ ოჯახში დასაქმებული პირების შემთხვევაში, ხდება ისე, რომ ოჯახი, დასაქმებულ პირს სადღესასწაულო დღეებშიც სთხოვს მუშაობას. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დამატებით უნდა გადაგიხადოთ შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება სამუშაო კონტრაქტის ტიპის მიხედვით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიური "ფესტები" - როდის გეკუთვნით დასვენება?

📌 პასტა “კავატელი” ზღვის პროდუქტებით - მარტივი რეცეპტი

📌 რამდენად გვიცავს ნიღბები დაინფიცირებისგან?!

📌 როგორი საფულე "იზიდავს" ფულს - რჩევა ბარაქისთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765123695

მსოფლიო

მედია: ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5 ათასამდე სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ათასობით კერძო სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა მის მიმართ ონლაინ გავრცელებული შეურაცხყოფის გამო. გერმანული გამოცემა Nius-ის ცნობით, პოლიტიკოსმა საკუთარი ხელით მოა...

ფრიდრიხ მერცი

1765121147

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ

უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევ...

მეუფე შიო

1765117473

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია

საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოებ...

გიორგი გაბუნია

1765116966

ახალი ამბები

ვითარება გზებზე - სად არის მოძრაობა აკრძალული

გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგი...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

1765112434

საზოგადოება

კალაძე BBC-ის რეპორტაჟზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით აზიანებს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე - არ...

კახა კალაძე