როგორ ავიყვანოთ ოჯახის ექიმი იტალიაში და რა შედის მის მოვალეობებში

იტალიაში, პირადი, იგივე ოჯახის ექიმი, ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია პირსა და ქვეყნის სამედიცინო სისტემას შორის. 

უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, ის ოჯახის ექიმის აყვანას შეძლებს მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდება იტალიის ერთიან სამედიცინო სისტემაში და მიენიჭება ფისკალური კოდი. 
არალეგალი ემიგრანტებისთვის ფუნქციონირებს ე.წ. STP (ინფორმაცია იხილეთ აქ).

რა შედის ოჯახის ექიმის მოვალეობებში?
თითოეული პაციენტისთვის საბაზისო სამედიცინო მომსახურების გაწევა;
შესაბამისი მკურნალობის კურსის დანიშვნა;
ანალიზებზე და სპეციალიზებულ ექიმებთან ვიზიტებზე წვდომის გარანტია;
პაციენტების მწვავე და ქრონიკული პათოლოგიების მართვა;
პაციენტის ანკეტის მუდმივად განახლება; 
პაციენტის როგორც პოლიკლინიკაში მიღება, ასევე მასთან სახლში ვიზიტი, საჭიროების შემთხვევაში;
სამედიცინო ცნობების გაცემა სასწავლო დაწესებულებებში და სამსახურში წარსადგენად;
ავადმყოფობის ცნობის გაცემა სასწავლო დაწესებულებებში და სამსახურში წარსადგენად;
ჯანმრთელობის ცნობის გაცემა ფიზიკური აქტივობის ნებართვით;
რეცეპტების გაცემა მედიკამენტებისთვის;
რეცეპტების გაცემა, პროფილურ ექიმებთან ვიზიტის დასაჯავშნად.

შესაძლებელია თუ არა ოჯახის ყველა წევრს ჰყავდეს ერთი ექიმი?
დიახ, პირად ექიმს ასევე ოჯახის ექიმი იმიტომაც ჰქვია, რომ მასთან აღრიცხვაზე მთელ ოჯახს შეუძლია ასვლა.
თუმცა არსებობს გარკვეული ლიმიტი. ერთ ექიმს შეუძლია მაქსიმუმ 1500 პირი ჰყავდეს აღრიცხვაზე. 
ოჯახის ექიმი თქვენს განკარგულებაშია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და ძირითადად მუშაობენ ცვლებში. 
ექიმის მუშაობის განრიგი, ყოველთვის არის გამოკრული კლინიკის მიმღებში.
ვიზიტზე ჩაწერა ძირითადად ტელეფონის საშუალებით ხდება.

უცხოელებისთვის, ამ მომსახურების ხანგრძლივობა, დამოკიდებულია მისი იტალიური ბინადრობის ნებართვის ვადაზე.

როგორ და სად ავირჩიოთ ოჯახის ექიმი?
ოჯახის ექიმის დასახელება ხდება იმ ქალაქის ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში ASL-ში, სადაც პირია ჩაწერილი. უფლება გაქვთ თქვენი სასურველი ექიმი დაასახელოთ, მაგრამ ზუსტად უნდა იცოდეთ მისი სახელი და გვარი.
აუცილებლად უნდა იქონიოთ შემდეგი საბუთები:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ფისკალური კოდი;
ჩაწერის ცნობა, ან ავტოსერთიფიკატი;
იტალიური ბინადრობის ნებართვა (PERMESSO DI SOGGIORNO), ან მისი ქვითარი (თუ „პერმესო“ ვადაგასულია და ახალს ელოდებით);
ახალშობილის შემთხვევაში, ცნობა ან ავტოსერთიფიკატი ოჯახური მდგომარეობის შესახებ და ბავშვის ფისკალური კოდი.

თუ ექიმის გამოცვლა გადაწყვიტეთ, ისევ უნდა მიმართოთ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულება ASL-ს, სადაც შეგავსებინებენ სპეციალურ ფორმას. მოტივის მითითება, თუ რატომ იცვლით ექიმს, საჭირო არ არის.

ნინა მამუკაძე 

იტალია, ფლორენცია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711620000

ბიზნესი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფ...

ბიზნესი

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი