სალომე ჯიქია - იტალიაში მცხოვრები ოპერის მომღერალი

სალომე ჯიქია - იტალიაში მცხოვრები ოპერის მომღერალი

საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა საკმაოდ რთული იყო, რისთვისაც  მე და ჩემს ოჯახს დიდი შრომა დაგვჭირდა. მათი თანადგომით მოვახერხე ინფორმაციის  და  თანხის მოძიება, რომ  ქალაქ რომში, სანტა ჩეჩილიას ეროვნულ აკადემიაში, ლეგენდარულ მომღერალ რენატა სკოტოსთან მასტერკლასები გამევლო. ასე მოვხვდი პირველად  იტალიაში.  

ფორტეპიანოდან სიმღერაზე გადასვლა ბუნებრივად მოხდა.  მივხვდი, რომ ეს ის არის, რაც მთელი ცხოვრება მინდა ვაკეთო. მთავარი მოტივაცია, რის გამოც ჩემს პროფესიას თავს  ვუძღვნი თეატრის სიყვარულია,  რაც  დედის დამსახურებაა -  ბავშვობაში ხშირად დავყავდი თეატრში. 7 წლის ვიყავი, როდესაც მუსიკალურ ათწლედში შემიყვანეს. იქ სწავლა ძალიან რთული იყო, ბავშვებს მაღალ მოთხოვნებს უწესებდნენ. 6-7 საათს ვატარებდი ინსტრუმენტთან. თუ არა ეს შრომა,  დღეს ბევრი რამ გამიჭირდებოდა. თითოეულ ჩემს პედაგოგს ვემადლიერები  ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. მათგან ვისწავლე, რომ არასდროს დავკმაყოფილდე იმით, რაც გავაკეთე, მუდმივად დავხვეწო თითოეული ბგერა, მუდმივად ვეძებო რა არის ღირებული და ძვირფასი, როდესაც ვიწყებ ამა თუ იმ ნაწარმოების აღებას და მუსიკალური ტექსტის ამოკითხვას. 

იმისთვის,  რომ პროფესიონალი მუსიკოსი გახდე, საფუძვლიანად უნდა იცნობდე ამ სფეროს, იცოდე განსხვავება ჟანრებს შორის, ერკვეოდე, როგორ იკვრება სხვადასხვა მუსიკა.  ბევრს უნდა კითხულობდე, თეატრში უნდა დადიოდე. ჩვენს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რამდენად აქტიური ადამიანი ხარ. პატივისცემით უნდა იყო განწყობილი კოლეგების, რეჟისორის,  დირიჟორის მიმართ. 

ამჟამად  სიეტლში ვიმყოფები, შეერთებულ შტატებში ჩემი დებიუტია.  პირველად ვმღერი ადინას პარტიას  “სიყვარულის ნექტარში”.  ეს პარტია  აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან,  რაც ერთი თვის წინ  საფრანგეთში ვიმღერე - ეს იყო ,,ტოსკა”. ერთი პარტიიდან მეორეზე გადასვლა დრამატულად რთულიც არის, მაგრამ სცენაზე ამ საოცარი ოპერისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. 

უკვე რამდენიმე წელია,  რაც საქართველოში ოპერის სოლისტი ვარ. ძალიან მიყვარს ქართველი მაყურებელი, მათგან მიღებული სითბო სტიმულს მაძლევს, რომ უცხოეთში შემართებით ვიმღერო. 

დიდი სურვილი მაქვს,  დამწყებ მუსიკოსებს  პირადად  გავუზიარო  ჩემი გამოცდილება.  როდესაც ახალგაზრდა ხარ და გადიხარ ეტაპებს, ფიქრობ, რომ მხოლოდ შენ გაქვს ეს პრობლემები და სხვა რაკურსით უყურებ. ცუდი არ იქნებოდა, სტუდენტებისთვის მომეყოლა ის სირთულეები, რაც გავიარე როდესაც ვიწყებდი სიმღერას. მეც მქონდა გაუმართლებელი ფიქრები- ხომ არ დავნებდე და გავჩერდე. ამიტომ დამწყებ მუსიკოსებს ვურჩევდი, არ  დააჩქარონ წარმატების მოსვლა, არ იყვნენ სულსწრაფები, ხარისხიანად აკეთონ ის, რასაც აკეთებენ. როდესაც  რამეს საფუძვლიანად სწავლობ, დრო არის საჭირო, ამიტომ დროის შეკვეცა არ მოისურვო.

წყარო: speech 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1659893483

საზოგადოება

იძებნება - კასპში 27 წლის ბიჭი გაუჩინარდა

კასპში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ. სოფელ გომში მცხოვრებ ბექა რევაზიშვილს ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან და დახმარებას ითხოვენ. "27 წლის ბექა რევაზიშვილი გუშინ დაახლოებით, 13:00 საათზე გავი...

ზოგადი

1659893100

საქართველო

„მაშინ მსოფლიოს პუტინი უნდა შეეჩერებინა. გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ“ - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავს სპეციალური განცხადებით ეხმიანება. ლიეტუა საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობას აღიარებს და აცხადებს, რომ...

ოკუპაცია

1659891660

საქართველო

„ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია“ - დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

  "დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭე...

ოკუპაცია

1659890100

ახალი ამბები

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭ...

შემთხვევები

1659888600

ახალი ამბები

1801, 1921, 1992, 2008 - ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერზე" განცხადებას ავრცელებს და წერს: „1801, 1921, 1992, 2008 - ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობ...

ზოგადი