Sos! იქნებ გადავრჩეთ!!! - რა სენი უღებს ბოლოს ემიგრაციას

Sos! იქნებ გადავრჩეთ!!! - ამ სათაურით, სოციალურ ქსელში, წერილს იტალიაში, ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოეტი ლელა ლაჩაშვილი აქვეყნებს. მკითხველს, მის წერილს, რომელსაც ლაჩაშვილი „ფეისბუკში“ აქვეყნებს, უცვლელად გთავაზობთ. 

„არ ვიცი როგორ დავიწყო საუბარი მენტორული ტონით რომ არ გამომივიდეს ნათქვამი. ძალიან გული მტკივა, შევეცდები ავხსნა რა ხდება, რა სენი უღებს ბოლოს ემიგრაციას, მოურჩენელი და ულმობელი. ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ, თუმცა საჭიროა მეგობრებო.

მაშ ასე: დავიწყებ იმით რომ დალხენილი ადამიანი აქ არ ჩამოდის სამუშაოდ, არ ტოვებს ოჯახს და ხშირ შემთხვევაში მცირეწლოვან შვილებს. მოდიან ისინი ვინც ბანკის ვალს ვეღარ აუვიდა გაყიდა ყველაფერი, ან ავადმყოფის წამლის ფულად ან სხვა უარესი ყოფითი პრობლემის გამო. ჩამოდის და ენის უცოდინარობის გამო, რომელიც დიდი ბარიერია სამომავლოდ სამსახურის შოვნისთვის, რას ვშვრებით ჩვენ აქ დამხვდურები? როგორ ვხვდებით გაუბედურებულ ადამიანს? რომელიც ისეც დაბნეული და უსუსურია ახალ, შეუჩვეველ გარემოში. როგორ და მთელი სისასტიკით: ეგრეთ წოდებული „დამსაქმებლების“ ხელში ჩავარდნილებს არანაირი დანდობა არა აქვთ ქართველებისგან. თვეობით სხედან მათ მიერ ნაქირავებ სოროებში და ელოდებიან როდის იშოვის დამსაქმებელი სამუშაოს, რომელიც არც კი იცის, შეიძლება გაუსაძლისიც კი აღმოჩნდეს და ერთი თვე ძლივს შეძლოს მუშაობა. თუმცა ვალდებულია პირველივე ხელფასიდან გადაუხადოს ფული, რომელსაც დამსაქმებელი ითხოვს მისგან ამ სამსახურში (ხშირ შემთხვევაში მთელი თვის ხელფასი).

აღარაფერს ვიტყვი მათი მხრიდან ამაზრზენ საქციელზე როდესაც ერთი და იგივე სამსახურს მრავალჯერ ყიდიან იტალიელებთან შეკრულები და კიდევ სხვა უამრავი მაქინაციებით. არის ქალაქები, სადაც გამაოგნებელი პირობებით ასაქმებენ ქართველებს და ეს კიდევ ცალკე თემა გახლავთ, ეგრეთ წოდებული იტალიური „აჯენციებია“ (დასაქმების ოფისი) ჩართული, სადაც იტალიელებთან ერთად „ყიდიან“ ემიგრანტებს, სინჯავენ გასაყიდი ცხენებივით და მერე ისე შეაგდებენ სამსახურში არც აჩვენებენ სად და რა ტიპის სამსახურში შეჰყავთ. უნებართვოდ იქიდან გამოსულებს კი სჯიან იმით რომ კუთვნილ ხელფასს აღარ აძლევენ და სამუდამოდ ტოვებენ უსამსახუროდ ანუ ბლოკავენ.

ხემ თქვა - ცული ვერაფერს დამაკლებდა, ჩემი გვარის რომ არ ერიოსო.  აქაც ქართველები რომ არ იყვნენ გარეულნი, იტალიელები ვერაფერს დაგვაკლებდნენ. გული მტკივა, აღარ ვიცი, როგორ შეიძლება ეშველოს ამ საკითხს, როცა უკვე ჩვეულებრივმა ემიგრანტმაც დაიწყო საკუთარი სამუშაოს გაყიდვა და ხშირად იმით ამართლებს ამ საქციელს, რომ თავადაც ფული ჰქონდა გადახდილი სამსახურში და რადგან მიდის, ისე არ დაუთმობს სხვას, ის თანხა თუ არ „ამოიღო“. არის მესამე კატეგორიაც, თავად რომ არ გადაუხდია ფული და სხვას სთხოვს!

რანაირად გადარჩება საქართველო თუ აქ უცხო ქვეყანაში ერთმანეთს გვერდით არ დავუდექით! თუ ყველანაირი სისაძაგლე ვაკეთეთ და არ დავინდეთ ერთმანეთი, არ ვიცი!

ემიგრანტებო იქნებ დროა ყველამ ამოვიღოთ ხმა და ვებრძოლოთ ამ სამარცხვინო სენს, რომელიც ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასია, გაჭირვებას გამოქცეული თანამემამულისთვის!მომიტევეთ უფრო ლმობიერი თუ ვერ ვიყავი.ლელა ლაჩაშვილი.“ - წერს ლელა ლაჩაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711620000

ბიზნესი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფ...

ბიზნესი

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი