“ვფიქრობდი, რა ტვირთიც ავიღე საკუთარ თავზე ბოლომდე უნდა ვატარო-მეთქი” - იტალიიდან დაბრუნებული ემიგრანტის ისტორია

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე  ადამიანებს  ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.  ხშირად საკუთარი ნება-სურვილის წინააღმდეგ მიდიან და ემიგრანტები ხდებიან. ბევრი ადამიანი ამაში გამოსავალს და ოჯახის დახმარების ერთადერთ შესაძლებლობას ხედავს.  

მიუხედავად უამრავი სირთულისა, ემიგრანტებს მრავალი მიზეზის გამო, ხშირად უჭირთ უკან დაბრუნება, საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის გამო, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ ეს ტვირთი  ატარონ.

მინდა გაგიზიაროთ  ერთ-ერთი მათგანის,  ყოფილი ემიგრანტის ისტორია, რომელიც  რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა ახალი გეგმებით, იმედით სავსე, დადებითი სიახლეების მოლოდინით.

ნაზი ჯაშიაშვილი, თელავის რაიონის  სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. პროფესიით მუსიკოსი და ინგლისურის მასწავლებელია. 2008 წლამდე მუშაობდა მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდულ დეპარტამენტში, ასევე მღეროდა თელავის მუსიკალური სასწავლებლის გუნდში და დამატებით  მუშაობდა სოციალური დახმარების კონსულტანტად.

2008 წლიდან იწყება მისი ემიგრანტული ცხოვრება.

- 2008 წელს კაპელაში ვმღეროდი. ჩვენი  გუნდი გასტროლებზე  გაემგზავრა გერმანიაში. უკან დაბრუნების შემდეგ სიტუაციას სხვანაირად შევხედე, ვგრძნობდი, რომ არ მომწონდა მოუწესრიგებელი გარემო და ბევრი სხვა რამ. იმ პერიოდში მარტოხელა დედა ვიყავი, 9 წლის გოგონა  მყავდა და რა თქმა უნდა, ვცდილობდი, ჩემი შვილისთვის უკეთესი მომავალი შემექმნა. ორ ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ მინიმალურ ხელფასს მიხდიდნენ. თვიდან თვემდე გამქონდა თქვი. ვიფიქრე, მე ვერ შევცვლი ბევრ რამეს ჩემ გარშემო, მაგრამ  იქნებ ჩემი ცხოვრება რამით შევცვალო-მეთქი და ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე.

- როგორ დაიწყო თქვენი ემიგრანტული გზა?

- 28 წლის ვიყავი. ძალიან გამიჭირდა შვილის დატოვება. წასვლისას მისთვის ნორმალურად არც კი შემიხედავს თვალებში, ოჯახის წევრებსაც ვთხოვე, აეროპორტში არ გამომყოლოდნენ იმდენად მიჭირდა მათთან განშორება.

როცა  გადავწყვიტე  ამ ნაბიჯის გადადგმა ფსიქოლოგიურად მოვემზადე,  რომ არავისი იმედი არ უნდა მქონოდა საკუთარი თავის გარდა. ჩავედი სრულიად მარტო, იტალიის სამხრეთით. იქ  არავინ მელოდა, არავინ დამხვედრია, თუმცა მადლიერი ვარ, რომ ისეთი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი, რომლებიც გვერდით დამიდგნენ. სრულიად უცხო ადამიანები,  ემიგრანტი ქართველები.  იმ დროს რთული პერიოდი იყო. ერთი ქართველი გოგოს სახლში ვცხოვრობდი.  ჩუმად შემაპარებდა ხოლმე  თავის სამსახურში ღამით, დღისით კი როგორმე გამყავდა დრო.

მახსოვს,  იმ დროს, კარზე  ყოველი ზარის დარეკვა მაშინებდა და ბევრჯერ  შიშისგან კარადაში დამალულს ჩამძინებია.  თავიდან  ძალიან რთული იყო მონატრება, ნოსტალგია, მაგრამ ფიქრებს არ უნდა  აჰყვეს ადამიანი და გონება უნდა გათიშოს ასეთ დროს. ვფიქრობდი, რა ტვირთიც ავიღე საკუთარ თავზე ბოლომდე უნდა  ვატარო-მეთქი.

- რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?

- რთულია, როცა ახალგაზრდა  გოგო მოხუც კაცს უვლი, მაგრამ საკუთარი თავი გავამხნევე, ექთნებიც ხომ იმავე საქმეს აკეთებენ. ასე მივუდექი საკითხს, რომ თავი დამცირებულად არ მეგრძნო. ვიცოდი, რომ  ბოლომდე მომვლელად არ მინდოდა მუშაობა. ზოგადად, პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანი ვარ და ვცდილობ ყველაფერში დადებითი დავინახო.  უკეთესის იმედი არასდროს დამიკარგავს.  ყოველთვის ვიცოდი, რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, ჩემი პიროვნება არ უნდა დამეკარგა და  განვითარებაზე უნდა მეზრუნა.

როცა ენა იცი, ეს გიმარტივდება. შემდეგ  ფლორენციაში გადავედი საცხოვრებლად და დღის სამსახურში დავიწყე მუშაობა. რაც უფრო დატვირთული  ვიყავი,  უფრო ნაკლებს ვფიქრობდი და ეს  მეხმარებოდა.

- რა შესაძლებლობები მოგცათ უცხოეთში ცხოვრებამ?

- მე ძალიან მიყვარს იტალია, მომწონს იტალიელების  დადებითი ენერგია და ტემპერამენტი.  შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ იქ ცხოვრების დროს ვგრძნობდი  უფრო მეტ თავდაჯერებულობას ვიდრე აქ, ჩემს ქვეყანაში. ის შრომა და საქმე, რასაც ვასრულებდი,  მიფასდებოდა. ვამბობ ხოლმე, რომ  საკუთარ თავს საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო ვხედავ და უფრო უკეთ ვგრძნობ, ვიდრე აქ. ზოგი  იტყვის ,  საქართველო არ უყვარს და  პატრიოტი არ არისო, მაგრამ ასე არ არის.

იტალიამ  უამრავი დადებითი გამოცდილება შემძინა, მათ შორის, ყველაზე ძვირფასი - მეგობრები. 

- როდის  მიხვდით, რომ ემიგრაციაში ცხოვრებაზე უარი უნდა გეთქვათ და  გაგიადვილდათ თუ არა  საქართველოში ინტეგრაცია?

- ემიგრაციაში ცხოვრების ბოლო პერიოდში  მივხვდი, რომ გადავიღალე  ერთი და იმავე საქმის კეთებით. გარდა ამისა, მქონდა პირადი მიზეზი, დავოჯახდი. ჩემი მეუღლეც ემიგრანტი იყო და ერთობლივი გადაწყვეტილებით  დავბრუნდით საქართველოში. 

რაც შეეხება ინტეგრაციას, რა თქმა უნდა, ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია, რაც ბუნებრივია, როდესაც ცხრა წელი ემიგრაციაში ცხოვრობ, ბევრი რამ იცვლება.

ექვსი წელია რაც საქართველოში დავბრუნდი,  გადავწყვიტე, გიდის  პროფესია შემესწავლა, რაშიც ენის ცოდნა დამეხმარა და თან სახელმწიფო პროგრამაში ჩავერთე, სადაც რამდენიმე  უფასო ტრენინგი გავიარე. სამწუხაროდ, მალევე ავარიაში მოვყევი და  საქმის გაგრძელება ვეღარ შევძელი. დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, საქართველოში უნდა გეშინოდეს.  

არც ბავშვები არიან დაცულები ჩვენს ქვეყანაში, მათთვის  მნიშვნელოვანი არაფერი კეთდება. ბევრ რამეში არ გიფრთხილდებიან. დღესაც კი, ამდენი წლის შემდეგ, სამუშაოს  შესრულებაში, რასაც წლების წინ ვაკეთებდი, იმავე  ხელფასს მიხდიან  - 200 ლარს.  უამრავი რამ არის გამოსასწორებელი.  საბოლოოდ, საკუთარი თავის რეალიზება ისევ შენ თვითონ უნდა შეძლო  ადამიანმა, გარემო ნაკლებად გიწყობს ამისთვის ხელს, ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, საოჯახო სასტუმრო გაგვეკეთებინა, რომელიც ჯერაც მშენებლობის პროცესშია.  

როგორც აღვნიშნე პოზიტიური ადამიანი ვარ და იმედს არასდროს ვკარგავ. ვისურვებდი, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ბევრი იმოგზაურონ, ნახონ,  სხვა ქვეყნებში როგორ ცხოვრობენ. იმედი მაქვს, რომ ისინი  შეცვლიან მომავალში ბევრ რამეს.

ესაუბრა ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი