14 მილიარდი ევროს ფონდი და წვდომა ევროკავშირის 11 პროგრამაზე - რა დაკარგა საქართველომ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით?

საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში იმ სარგებელზე წერს რომლებიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერ მიღებით დაკარგა.

დიპლომატის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველოს გაუჩნდება წვდომა ევროკავშირის 11 პროგრამაზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავენ.

"1. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს (პოტენციური კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდულად) წვდომა აქვთ გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებზე (IPA III-2021-2027), რომელიც მოიცავს 14 მილიარდ ევროს და 5 თემატურ მიმართულებას:

- ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)
- ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)
- სასოფლო და სათემო დასახლებების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)
- რეგიონების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)
- ადამიანური რესურსების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი).

2. გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტზე არის ასევე მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა (2021-2027), რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან (EIB, KfW, EBRD, WB, IMF და ა.შ.) და კერძო სექტორიდან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ( 9 მილიარდი გრანტი და 20 მილიარდი საფინანსო ინსტიტუტების ინვესტიციები) და ინვესტიციებს შემდეგი მიმართულებებით ტრანსპორტის, კერძო სექტორის განვითარების, ადამიანური რესურსების და ა.შ.

3. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა ექნებათ ევროკავშირის ყველა პროგრამაზე ( 11 პროგრამიდან დღეს წვდომა მხოლოდ მცირე ნაწილზე გვაქვს როგორიც არის ერაზმოს +, ჰორიზონტი 2020, კრეატიული ევროპა).

4. კანდიდატ ქვეყნებს შეეძლებათ კვლავ გამოიყენონ ე.წ. ევროკავშირის სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის (NDICI) ინსტრუმენტით გათვალისწინებული თემატური ფონდებიდან დაფინანსება, რომელიც 2021-2027 წლებისთვის 19 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამ ფინანსური დახმარებების გამოყენება დამოკიდებული იქნება კანდიდატი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ინდივიდუალურ პროგრესზე.

ამ შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის ზრდაზე ექნება წარმოუდგენლად დიდი ხელშესახები შედეგი.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით ამ შესაძლებლობების გამოყენებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში (კვლევის პერიოდში უკრაინა, მოლდოვა, საქართველოზე არ განიხილებოდა სტატუსის მინიჭება) მთლიანობაში არა მხოლოდ 6,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის გენერირება არის შესაძლებელი, არამედ ამ ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბური ზრდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და მისკენ სიარული მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულება.

ვაღიაროთ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პირობები და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მათი დაკმაყოფილება",- წერს საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი.

ინფორმაციისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი "დასახული პრიორიტეტები შესრულდება".

საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 მოთხოვნა, რომლებიც დეოლიგარქიზაციას, სასამართლო რეფორმას და დემოკრატიულ წინსვლას მოიცავს.

მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღება შეეძლება. ევროკავშირი საქართველოს შესახებ პროგრესის შეფასებას 2022 წლის დეკემბერში მოახდენს.

ევროპელი ლიდერების განცხადებით, ახლა ჯერი საქართველოზეა რომელმაც, უნდა განახორციელოს რეფორმები.

ასევე დაგაინტერესებთ:

* „მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება - ვინც ამას აკეთებთ, რატომ განიჭებთ ეს სიამოვნებას“ - ლევან იოსელიანი მარიამ ლაშხს სოლიდარობას უცხადებს

* ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი, შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა - საქართველო ბრუნდება იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი, ევროპაში - შალვა პაპუაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713965711

ახალი ამბები

ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქ...

ააა

1713964104

საზოგადოება

„გათიშული ჰყავთ...“ - როგორია გიორგი ყიფშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მამას ზურა ყიფშიძეს 1 წელია, რაც არ ელაპარაკება. ასევე, როგორც გიორგის სოციალური ქსელიდან არის ცნობილი იგი სამკურნალოდ იმ...

გიორგი ყიფშიძე

1713961679

საინტერესო ამბები

როგორ უნდა განდევნოთ სახლიდან ბოროტი სული? - მამა საბა ჭიკაიძე მრევლის შეკითხვას პასუხობს

მამა საბა ჭიკაიძე სოციალურ ქსელში ხშირად მრევლის შეკითხვებს ვიდეომიმართვაში პასუხობს. ამჯერად სასულიერო პირი განმარტებებს აკეთებს მრევლის შემდეგ შეკითხვაზე: არსებობს თუ არა „დამავოი“ (სული), რომელიც ნ...

მამა საბა ჭიკაიძე

1713960986

ახალი ამბები

„ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ!“ - მამუკა მდინარაძე

„ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ! ამას ვაფიქსირებ იმიტომ, რომ ვინმემ არასწორად არ მოჭრას ჩემი საუბარი. მხარდაჭერა ყველა ქალს, იმის...

მამუკა მდინარაძე

1713959027

საზოგადოება

ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა

2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა. მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასა...

	ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა