"ბუბას შეუთვალა, ჩუმად გავუგზავნი თვითმფრინავს, მილიონს მივცემ, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო.. ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!" – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს

საქართველოს სახალხო არტისტს ბუბა კიკაბიძეს ქართველი ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძე ემშვიდობება.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქარ­თუ­ლი სცე­ნის ორ ვარ­სკვლავს – ნანი ბრეგ­ვა­ძე­სა და ბუბა კი­კა­ბი­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მეგობრობა აკავშირებდათ. 

ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების შემდეგ, ნანი ბრეგვაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ამბები გაიხსენა, მათ შორის ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ ჩასულა ბუბა კიკაბიძე რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ.

„ვერ ვგრძნობ, რომ ბუბა არ არის.. ეკამ ისე მითხრა, რომ არ გავგიჟებულიყავი. მაინც მჯეროდა, რომ კარგად გახდებოდა. ბუბას ორგანიზმს ყველაფერი სტკიოდა, როგორ გითხრათ.. შინაგანი ძალა აძლიერებდა მის ცხოვრებას.. ძალიან მძიმეა ჩემთვის. ყველა დარდობს, ყველას აკლია, მაგრამ მე და ბუბას, როგორც მეგობრებს, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, შემოქმედებით ცხოვრებაზე არ იყო ლაპარაკი, სულ ვეფერებოდით ერთმანეთს, მეუბნებოდა – ნანუ, იცი, როგორ მიყვარხარ..

ყველასთან ძალიან გახსნილი იყო. ძალიან უყვარდა ხალხი.. ნიჭიერი ბევრი ადამიანია, მაგრამ ვერაფერსაც ვერ აკეთებენ, ბუბას სხვა ნიჭი ჰქონდა.. ის იყო ნამდვილი ტალანტი.. ბუბაში იყო ძალიან დიდი არტისტიზმი, სცენურობა, მისი შინაგანი განწყობა ძალიან კარგი იყო სცენაზე.. სცენიდან შეეძლო ანეკდოტიც მოეყოლა.. 

თვითონ მითხრა, რუსებისგან ვარ შეურაცხყოფილიო.. ისეთი გაბრაზებული იყო.. ჩემი ფეხი არ იქნებაო.. ვის უნდა ვუმღეროო? ამ კაცზე ამბობდა.. ის კაცი, კანკალებდა, გიჟდებოდა ბუბაზე..

მე ვუთხარი, ნუ ჰყვები ზღაპრებს, ერთი კაცის გამო შეიძლება ქვეყანა თავს არ დაესხას სხვას ქვეყანას-თქო..

ბუბა არის გმირი.. მისმა ყოფილმა დირექტორმა ერთხელ მითხრა – ნანი, იცი, რა მოხდაო? ერთი მილიარდერი კაცია, ჭკუას კარგავს ბუბაზე. მითხრა, ბუბას შეუთვალეთო, დაბადების დღეზე, მოსკოვში, ოღონდ ქალაქგარეთ, ჩუმად გავუგზავნი ჩემს თვითმფრინავს, მილიონს მივცემო, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო..

[ბუბამ] ისეთი დღე „დამაყარაო“, რასაკვირველია, არ ვეტყვი, რა შეუთვალა იმ კაცსო და საერთოდ, რა თქვაო..

ბუბამ მაგრად შეაგინა, ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!

რაღაც კონცერტი იყო რუსეთში.. ვუთხარი, წარმოიდგინე ჩემთან ერთად რომ გამოჩნდე, რა ფურორი იქნება-თქო, მომეფერა და მითხრა, შენთან სადაც გინდა იქ გამოვალ, რუსეთის გარდაო.. ბუბას ყველგან იღებდნენ, ოღონდ ჩასულიყო და რუსეთი გაშლილი ხელებით დახვდებოდა..“, – ამბობს ნანი ბრეგვაძე ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ბუბა კიკაბიძე დღეს, 19 იანვარს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.

წყარო: fortuna.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ქართველმა ქალმა ისლამი მიიღო მას შემდეგ, რაც თურქეთში მე-6 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა

🔵"დემე აღარ მყავს უკვე ორი თვეა, ჩემმა მიშიკომ ორივე ფეხი დაკარგა და დღემდე რეანიმაციაში წევს. იბრძვიან ექიმები, რომ სახლში დამიბრუნონ" - დედა შვილის რეაბილიტაციაში დახმარებას ითხოვს   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები