"ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს - არცერთი მოზარდი, წიგნების გარეშე არ უნდა დარჩეს" - შოთა არველაძე

ქართული ფეხბურთის ლეგენდა, მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:

"წლების მანძილზე ჩემი და ჩემი ძმების ერთ-ერთი საყვარელი პროექტი იყო საფეხბურთო თერაპია, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვის ფეხბურთის თამაშის, დამეგობრების და სოციალურ აქტივობებში ჩართვის შესანიშნავი საშუალებაა.

ჩვენი ფონდის მიერ ორგანიზებულმა პროექტმა სხვადასხვა ტურნირის, აქტივობის და ფესტივალის ფარგლებში 1000-მდე მოზარდი გააერთიანა.

არაერთი პარტნიორის, საელჩოს თუ მეგობრის დახმარებით საქართველოს 6 რეგიონში, ბევრი რამ გაკეთდა როგორც ინფრასტრუქტურის განახლების, ისე მოზარდებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის გაჩენის კუთხით.

ფეხბურთის თამაშის ხელმისაწვდომობის ზრდის გარდა, მნიშვნელოვანი იყო და დღემდე რჩება რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის განათლების მიცემის დამატებითი შესაძლებლობაც.

რეგიონში და განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ნებისმიერი სიახლე, აქტივობა და წახალისება მიცემული შანსია, რომელსაც ბევრი მათგანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

ზოგიერთის შემთხვევაში ეს შანსი შეიძლება იყოს ფეხბურთის თამაში, სხვების შემთხვევაში წიგნები, შემეცნება და ა.შ. სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, სადაც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს.

ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია.

ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება.

არ ვისაუბრებ დეტალებზე და არც იმაზე, რა მიზეზით შეჩერდა ეს პროექტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა:

არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე.

რთულ პირობებში ცხოვრების პარალელურად, წიგნი შეიძლება ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რაც ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოს და იმედით სავსეს ხდის.

ამიტომ, ვერთვები ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების პროექტში და ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება – გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება.

მადლობა შესაძლებლობისთვის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას.

იმედი მაქვს, პროექტში აქტივობების სახით არაერთი სპორტსმენი, მწერალი და მოზარდებისთვის საყვარელი ავტორი ჩაერთვება",- წერს შოთა არველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* მომღერალი იური შატუნოვი მოულოდნელად გარდაიცვალა

* „ნანუკა ჟორჟოლიანმა თავისი გადაცემა მისსავე სახლში გადაიტანა“ - რას წერს დომენიკ მანგო? 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი