"რაც დაღესტანში მოხდება, იმასთან ჩეჩნეთი მოგონება იქნება...იწვის კავკასია" - ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე, მისი მორიგი წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ იწინასწარმეტყველა:

"მეგობრებო, ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა  ქვეყანაში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა, რუსეთის ძალიან ბევრ რეგიონში იფეთქა უკმაყოფილებამ. მათ შორის, დაპყრობილ დაღესტანშიც, სადაც მოსახლეობამ საკმაოდ მკვეთრი ფორმით გამოხატა პროტესტი.

მახაჩყალაში არაერთი დემონსტრაცია გაიმართა, რაც შემდეგ ძლოვანებთან შეჯახებაში გადაიზარდა. ამის დამადასტურებელი კადრები სოციალური ქსელებით გავრცელდა.

უფრო მეტიც, როდესაც ქალაქ დერბენტის ქუჩებში რუპორით შეიარაღებული ავტომობილი გამოჩნდა, რომლიდანაც უკლებლივ ყველა დაღესტნელ მამაკაცს ავალდებულებდნენ სამხედრო კომისარიატში გამოცხადებას, დაღესტნის თავმა, სერგეი მელიქოვმა, რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დიდი ამბავი მოუწყო ხელქვეითებს:

„მითხარით, ვინ არიან ეს იდიოტები?! რას ნიშნავს, ყველა მამაკაცი სასწრაფოდ გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატში და თან იქონიონ სამხედრო ბილეთები?! თქვენ რა, დებილები ხართ? ვინ მისცა მათ ქალაქში სიარულის უფლება?!“

ამის შემდეგ დერბენტის სამხედრო კომისარი ფარიდ მუსაევი ისე დაფეთდა, რომ საბოდიშო ვიდეო ჩაწერა და სოცქსელებით გაავრცელა: ბოდიშს გიხდით აგიტმანქანებიდან გავრცელებული არაკორექტული ინფორმაციისთვის, ყველა მამაკაცი არა, მხოლოდ ისინი გამოცხადდით, ვისაც მობილიზაცია გეხებათო.

მაგრამ დაღესტნელები — არც სამობილიზაციო ასაკს მიუღწეველ-გადაცდენილები და არც წლოვანებით შესაფერისები — უკრაინასთან ომში წასვლას არ აპირებენ. მათ ანტირუსულ განწყობას მხარს უჭერენ უცხოეთში მცხოვრები დაღესტნელებიც, რომლებმაც სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერეს თანამემამულეებისთვის.

მოკლედ, საპროტესტო აქციები და ძალოვანებთან შეხლა-შემოხლა გრძელდება, დაღესტანი დუღს და, იმედია, მალე იფეთქებს და ხერხემალშიც გადაამტვრევს დამპყრობელს,  როგორც ეს ქალბატონ ლელა კაკულიას აქვს ნაწინასწარმეტყველები. მით უმეტეს, რომ დაღესტნელები ხშირ-ხშირად უწყობენ მწარე სიურპრიზებს ოკუპანტებს. სწორედ ამიტომ იქ დღემდე მოქმედებს რუსეთის „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი.
 
ქვემოთ რამდენიმე ადრინდელ, მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ დაღესტანთან დაკავშირებით, რომლებიც მანამდე არაერთხელ გამოქვეყნდა როგორც საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე წიგნებში „ახალი სიტყვა“ (სხვადასხვა წლებსა და ენებზე გამოცემულებში). 

✅ 1995 წელი, 9 მარტი

კავკასიონი კი ვხედავ, იწვის, იწვის ჩეჩენ-ინგუშეთი, ოსეთი, დაღესტანი და კიდევ სხვები. რუსები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვერ მოზომავენ. თითქოს ვითომ ომს აქრობენ კავკასიონზე, ღმერთი კი პირიქით აუსრულებს. 

✅ 1996 წელი, 8 ოქტომბერი

ვდაღესტანი! დაიმახსოვრეთ: ისინი ღრმა მუსლიმები არიან. მათ სურთ, რომ დაღესტანი დემოკრატიული რესპუბლიკა იყოს, როგორც ყველას. დაიწყება მოძრაობები, მაგრამ არ სურთ, ჩეჩნებს აჰყვნენ ამჯერად. ჯერ ელოდებიან, რას დაუთმობს ჩეჩნებს რუსეთი და მერე, როგორც კი ჩეჩნეთის ომი დამთავრდება, წამოაყენებენ მოთხოვნებს უომრად… მაგრამ არეულობებს მაინც ვერ აცდებიან − აქაც ომია.

ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და ა.შ. ეს არის ნაყოფი რუსეთის უნიჭო პოლიტიკისა.

კავკასია არასდროს ყოფილა რუსეთი და არც იქნება! ამინ! ამინ! ამინ! 

✅ 1996 წელი, 29 ნოემბერი

რუსეთის არმია — ჯარი, არ არსებობს. აბსოლუტურად დაშლილია. თუ რუსეთმა არმია არ შექმნა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება. ახლა დიდი დარტყმა რუსეთს დაღესტნიდან, ვიმეორებ, დაღესტნიდან ელის! 

✅ 1996 წელი, 30 ნოემბერი

რუსეთს სხვა ქვეყნების ეშინია. ისევ ვიმეორებ, რომ ეს არის დაღესატანი. რაც დაღესტანში მოხდება, იმასთან ჩეჩნეთი მოგონება იქნება. 
ჩეჩნეთში ომი თუ შეაჩერეს რუსებმა, დაღესტანში ვერ შეაჩერებენ; იქ უკვე ომი ბოლომდე იქნება. 

✅ 1996 წელი, 19 დეკემბერი

ვხედავ,  დაღესტანი ცეცხლის ალში გაეხვევა. იქ ვხედავ ჩეჩენ ბოევიკებს. ახლა ისინი ერთიანდებიან, მათი წინამძღოლები ერთიან წრეს კრავენ. რუსეთმა შეცდომა არ უნდა დაუშვას, მაგრამ იგივეს გაიმეორებს, რაც ჩეჩნეთში მოიმოქმედა. ეს უკვე კატასტროფა იქნება, საშინელება! 

✅ 1997 წელი, 25 მაისი

რუსეთში ცეცხლი კიდევ დაინთება. ვიმეორებ: დაღესტანი! ამას როდიდან ვამბობ, უკვე რამდენი წელია?! ჩრდილოეთ კავკასიას აკლია დაღესტნის აფეთქება და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს.

<...> დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქვეყნები – მოლაპარაკებებს ვხედავ, საიდუმლოს....  ჩრდილოეთ კავკასია გაერთიანდება. ერთიანი ჯარი, არმია — ეს ძალიან საშიშია.

რუსეთს ვაფრთხილებ: თუ არ შეიცვალა პოლიტიკა და არ მოეშვა საბჭოთა კავშირის (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) აღდგენას, კავკასიელები პირდაპირ მოსკოვში შევარდებიან; დიახ, მოსკოვში!

რუსეთის ჯარს არ უშველის გენერლების ცვლა; რუსეთის არმია საკმაოდ სუსტდება მომავალში. 

✅ 1997 წელი, 10 აგვისტო

დაღესტანში დიდი ცეცხლი მზადდება. ზუსტად ეს ცეცხლი დაწვავს რუსეთს. 
დაღესტანში დაიწყება უკმაყოფილებები, ტერორები, იქ რუსეთის პოლიტიკა ვერ გაიმარჯვებს. რუსეთი ფრთხილობს, რომ ის შეცდომები არ გაიმეოროს, რაც ჩეჩნეთში დაუშვა, მაგრამ არაფერი გამოუვა. თავდაპირველად ყველაფერს ჩეჩნებს გადააბრალებენ, რომ თითქოს დაღესტანში ომი ჩეჩნეთს აწყობს და ყველა ტერორი სწორედ იქიდან მოდის. მაგრამ  მომავალში იწყება მთავრობის ცვლა დაღესტანში. აქ რუსეთი ძალიან დაყურადდება. მოდის ისეთი ძალა, რომელიც რუსეთის პროგრამას არ შეასრულებს.

ქვეყნის სათავეში მოდის, ესე იგი, დაღესტნის პრეზიდენტი იქნება ახალგაზრდა კაცი – დიდი მორწმუნე, ციხეშია ნამყოფი პოლიტიკურზე, მილიონერია, ზურგს უკან უდგას მუსლიმური სახელმწიფოს ძალა. ეს კი ისეთი ძალაა, რომ რუსეთი ვერც წარმოიდგენს, რა დღეს დააყრის ეს „მუჰამედი“ (ასე ვარქმევ). იგი თავს ყულფში არ გაყოფს, როგორც დუდაევი. ამ კაცს თავისი რწმენა და ღმერთი ეხმარება. იგი, როგორც კი მოვა მთავრობაში, დაიწყებს კანონების ცვლას და რუსეთს, ასე ვთქვათ, უხეშად გადაუსვამს ხაზს. დაღესტნის ტერიტორიას აცხადებს დამოუკიდებელ რესპუბლიკად, რუსეთის ტერიტორიებს არ ცნობს ჩრდილოეთ კავკასიაში და ა.შ.

ვხედავ, როგორც კი დაღესტანი აღსდგება, ჩეჩნეთი, ინგუშეთი (ყაბარდო-ბალყარეთი?) ერთ დღეში გაერთიანდებიან და რუსეთს დაუპირისპირდებიან. აქ რუსეთს საქართველოს იმედი აქვს, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ისეთ ბალბას მოუხარშავს რუსეთს, რომ… 

✅ 2000 წელი, 14 ივლისი

ვხედავ, რუსეთი ვეღარ ჩაერევა საქართველოს პოლიტიკაში, საკუთარი თავი გაუჭირდება უკვე დაღესტნის სახით. დაღესტანი ომისათვის ემზადება — Ссвященная война! — მუსლიმები ერთიანდებიან. 

✅ 2008 წელი, 30 აგვისტო

დღევანდელი რუსეთი თავისი მთავრობით წარსულის რუსეთს ჰგავს. ასეთი მთავრობა იყო ყოველთვის — პირსისხლიანი; არც მაშინ ჰქონდათ ჭკუა და არც დღეს აქვთ.

რუსეთის პრეზიდენტი გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მიმართაც. მათ დიდი უნდობლობის მანდატი მოიპოვეს. „ვინც უნდა მოვიდეს რუსეთის პრეზიდენტად, არ შეიძლება მას ენდო“, — ასე ფიქრობს მსოფლიო. რუსეთის ნდობა დაუშვებელია და დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ არაფრით იყოს დამოკიდებული რუსეთზე.

რუსეთი, ვხედავ, მარტო რჩება, ღმერთის ანაბარა, რომელიც არ აპატიებს ერთმორწმუნე ქართველებზე ხელის აღმართვას, ომს, სისხლსა და დაქუცმაცების მცდელობას.

რუსეთი თვითონ დაიშლება, ვხედავ, ომი და სისხლია რუსეთში, იწვის მთელი ჩრდილოეთ კავკასიაც. ასე დავინახე ოცი წლის წინ და ყველაფერი სიტყვა-სიტყვით ასრულდება.

სულ დაღესტანს ვხედავდი ცეცხლმოკიდებულს და ერთსა და იმავეს ვიმეორებდი: რუსეთის აგრესია მათ საკუთარ ტერიტორიაზე გადაინაცვლებს... იქნება დიდი ომები და ეს ომები რუსეთს ხერხემალში გადატეხს. მუდმივი ძალა არ არსებობს დედამიწაზე, რუსებსაც გამოელევათ ძალები. 

✅ 2008 წელი, 26 ოქტომბერი

ვხედავ, რუსეთი ცდილობს, დამალოს ჩრდილოეთ კავკასიაში (ინგუშეთი, დაღესტანი, ჩეჩნეთი და სხვ.) არსებული დაძაბულობები, მაგრამ მათ მზაკვრულ გეგმებს ასრულება არ აწერია. რუსების ინტრიგები და მცდელობები, ჩააქრონ კავკასიაში ომის ცეცხლი, უშედეგოა. ხალხი აღსდგება აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთი ვერ დამალავს დაძაბულ სიტუაციებს. მათი ქმედება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა მიმართ გაშიშვლდება და ვხედავ, მეორე დიდი სასამართლო ელის რუსეთს საქართველოს საქმის შემდეგ ჰააგაში იმის გამო, რასაც ისინი მოიმოქმედებენ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში.

ვხედავდი ადრეც და ახლაც ვხედავ: მუსლიმები ერთიანდებიან. ეს კი უდიდესი დარტყმაა რუსებისთვის.

საინტერესო ფაქტი: მომავალში ჩრდილოეთ ოსეთი ცდილობს, შეუერთდეს ჩრდილო-კავკასიელ ხალხებს. ისინი რუსებს უღალატებენ! 
მართლები არიან ოსები; ოსური მათ აღარაფერი შერჩათ ენასა თუ კულტურაში, ნელ-ნელა რუსულ ყაიდაზე გადავიდნენ, თითქმის უკვე გარუსებულები არიან. თვითონ ოსებიც ძალიან კარგად აცნობიერებენ ამას. მათ სომხეთიც მიბაძავს, ისინიც უღალატებენ რუსეთს ასი პროცენტით — როგორც ყოველთვის, უღალატებენ. 

✅ 2010 წელი, 18 ივლისი

ვხედავ, არ წყნარდება და არც დაწყნარდება ჩრდილოეთ კავკასია, განსაკუთრებით კი დაღესტანი. ისინი თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და ამას არ დათმობენ.

ვხედავ, რუსეთი დაადანაშაულებს ამერიკას, რომ ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ და უხეშად ერევიან საქმეში. პასუხი კი ერთია, რომ მთელი მსოფლიო უნდა ჩაერიოს, ვინაიდან ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები — ეს ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებია და თავისუფლებისთვის ბრძოლის სრული უფლება აქვთ. ანუ, არავის არ სურს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, არავის არ სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, არავის არ სურს, რომ მათი სამშობლოს დედაქალაქი ისევ მოსკოვი იყოს!

მოკლედ, რუსეთი იარაღს აჟღარუნებს, მაგრამ ხმაური ხმაურად რჩება. ძალა, რათა თავიდან შექმნან საბჭოთა კავშირი, ვხედავ, არ გააჩნიათ.

შიგ რუსეთში კი დიდი გამოსვლები იწყება. ვხედავ, ოპოზიციას უფროდაუფრო ბევრი ხალხი დაუჭერს მხარს. რუსული შიდაპოლიტიკა ძალიან დაიძაბება. ვხედავ, კრემლის ბინადართ ვერც პოლიცია და ვერც ჯარი ვერ უშველის. მალე რუსეთში მთავრობა შეიცვლება. დიახ, შეიცვლება და მორჩა!!!

2012 წელი, 21 მარტი

მინდა გავახსენო ხალხს წინასწარმეტყველებები დაღესტანთან დაკავშირებით, რომ დიდი ცეცხლი დაინთება და იქნება დიდი ომები. ასეც მოხდება. როგორც ყოველთვის, წინასწარმეტყველება ასრულდება!

ვხედავ, რუსეთი უდიდეს შეცდომებს უშვებს კავკასიასთან მიმართებაში. რუსეთის მთავრობა და პრეზიდენტი მიიჩნევენ, რომ გაიმარჯვეს და ომები რუს ხალხს გაერთიანებას, რათა დაიცვან რუსეთის სახელმწიფოებრიობა, რუსული მიწები, საზღვრები. უფრო მეტიც, დიდი იმედები ექნებათ, რომ აამაღლებენ რუსულ პატრიოტიზმს, მთელი ძალებს მომართავენ ევროპა-ამერიკის, ნატოს წინააღმდეგ.

ვხედავ, კრემლი ორად იყოფა. მთავრობა და მათი პოლიტიკა ჩიხში შედის. რუსი ხალხი აღშფოთებულია. მუსლიმები უპირისპირდებიან. ჩნდება რამდენიმე ჩეჩნეთი. ჩრდილოეთ კავკასია ცეცხლში იწვის, დაღესტანი კი რადიკალი მუსულმანების ცენტრია. 

✅ 2012 წელი, 22 ივლისი

დაღესტანი რუსეთის იმპერიის დიდი თავისტკივილია, რომელსაც ვერაფერსაც ვერ უხერხებენ და ვერც მოუხერხებენ. 

✅ 2012 წელი, 20 აგვისტო

ვხედავ, რუსეთი ომობს ყოფილ საჭოთა ქვეყნებთან. არ სურს დამოუკიდებლობა მისცეს მათ, ის დამოუკიდებლობა, რომელიც რუსეთს საერთოდ არ ეკითხება.

რუსეთის მთავრობას, იმისათვის რომ „დერჟავა“ არ დაიშალოს, ერთადერთი გამოსავალი აქვს — ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენა, თუნდაც ომების ფასად. ანუ ყველაფერი ისე, როგორც წარსულში იყო, როცა რუსეთში მოვიდნენ „წითლები“ და მოიტანეს დიდი სისხლი და უბედურება.

მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის. რუსეთი ვერ აღადგენს საბჭოთა კავშირს. მისი მთავრობა მხოლოდ ყველაფერს აურევს კავკასიაში, დაღესტანში (ასევე განსაკუთრებით ყაზახეთსა და უზბეკეთშიც). რუსეთი ძალიან სახიფათო პოლიტიკას გაატარებს და ვხედავ, ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან. იქნება ომები, რომლებიც რუსეთს შეეხება, რუს ხალხს. ფრთხილად!!! 

✅ 2013 წელი, 25 დეკემბერი

ვიმეორებ წარსულში ნათქვამს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები: დაღესტანი, ჩეჩნეთი, ყაბარდო–ბალყარეთი, ინგუშეთი, ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ადიღეა და ა.შ.  გაერთიანებულები არიან და კიდეც გაილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთს ეს ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს, წინააღმდეგობას ვერ უწევს. ეს სიტუაცია იმ ზღაპარს ჰგავს, რომელშიც უფლისწული გველეშაპს ერთ თავს აჭრის, მაგრამ მის მაგივრად ხუთი ერთად ამოსდის. 

✅ 2014 წელი, 16 დეკემბერი

ვხედავ, უკრაინა უკან არ იხევს. ის ბრძოლით იბრუნებს საკუთარ მიწებს (თუმცა დაკარგულიც არაფერი აქვს) და ომის გასაგრძელებლად მზად არის, რაც მომაკვდინებელი დარტყმაა რუსეთისა და  რუსული ეკონომიკისათვის.

ამას გარდა, კავკასიის იმ ქვეყნების ოპოზიციური პარტიები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში არიან, ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი დრო დადგა ბრჭყალების გამოსაჩენად და რუსეთთან დასაპირისპირებლად, რათა საკუთარი სამშობლოები გათავისუფლონ და დაიცვან. 
მალე ეს ყველაფერი ფართომასშტაბიან ომებში გადაიზრდება. მე დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ დაღესტანში ცეცხლი დაინთებოდა, ყოველთვის ვხედავდი, როგორ იწვის ჩრდილოეთ კავკასია. 

✅ 2017 წელი, 26 აპრილი

რუსეთმა დიდი შეცდომები დაუშვა. ვხედავ, მუსლიმები კიდევ უამრავ ტერაქტს მოუწყობენ.

სულ ვაფრთხილებდი რუსებს  დაღესტანზე, ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებზე და უკვე ახლოსაა დრო, როცა ისინი დიდ დარტყმას მიაყენებენ რუსეთს. ეს ყველაფერი ისე გააცოფებს და გაამწარებს რუსეთის პრეზიდენტს, რომ სასტიკი ზომების გატარებაში მუსლიმებს გადაასწრებს... 
***
დაღესტანი!!! აი, რომელია ყველაზე საშიში ქვეყანა რუსეთისთვის. ისინი არ ეგუებიან და არც შეეგუებიან რუსულ ჩექმას. ჩრდილოეთ კავკასიაში ომის მომასწავებელი სიჩუმეა. მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს არ და ვერ შეეხება. 
რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. უკრაინაც არაფერს დაუთმობს... 

✅ გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №3

ჯერ კიდევ 1993 წელს ვწერდი, რომ რუსეთს დაღესტნიდან ელის უზარმაზარი საფრთხე — დიდი ომი; ზუსტად აქ წაიმტვრევს რუსეთი კისერს, რადგან მათ წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მოიმართებიან  ჩრდილო კავკასიელები. სწორედ მაშინ დასჭირდება რუსეთს საქართველოს მეგობრობა და კეთილგანწყობა. 

✅ გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №48

— ქალბატონო ლელა, რუსეთმა აზერბაიჯანთან ერთობ უცნაური ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანს რუსეთის ტერიტორიის სტრატეგიული ნაწილი გადაეცა. ეს არის დაღესტან-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთის მოზრდილი ნაწილი. რა ხდება, ქალბატონო ლელა, რატომ გახდა მუდამ სხვისი მიწების მიტაცებაზე გამეცადინეული რუსეთი ასე გულუხვი?

— ჯერ კიდევ საკითხავია, რეალურად მისცეს კი ეს მიწები?

— რახან თქვენ ასეთ კითხვას სვამთ, ესე იგი, არ მიუციათ. მაშ რა არის რუსეთის ამ განცხადების მიზანი?

— რა და, კრემლმა ამით კიდევ ერთი ბომბი ჩადო დაღესტანთან მიმართებაში (ხომ გითხარით, დაღესტანი ძალიან აფორიაქებს და აშინებს რუსეთს-მეთქი?). ფიქრობს, იქნებ აზებაიჯანი მოვთაფლო და დაღესტნის წინააღმდეგ ბრძოლაში მივიმხროო. მერე კი საქართველოს წინააღმდეგაც მოსთხოვოს დახმარება. რა თქმა უნდა,  ალიევი კარგად ხვდება, საქმე რაცაა, უბრალოდ, არ აღიზიანებს რუსეთს... მაგრამ  დაღესტანსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება მაინც იქნება. 

✅ გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №51

რუსეთმა საშინელებები ჩაიდინა ინგუშეთშიც და დაღესტანშიც, სადაც ახლაც მიმდინარეობს ომი და ეს ომი იქნება ბოლომდე.

<...> რუსებს ძალიან უჭირთ კავკასიასთან გამკლავება, არ იციან, რომელ ერთს შეებრძოლონ. მით უმეტეს, რომ მუსლიმური სულისკვეთება ძალიან, ძალიან ძლიერია და ისინი არაფერს თმობენ.

<...> ყველა ომი ჩრდილოეთ კავკასიიდან მოდის, ყველას უნდა თავისუფლება და დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუკი ორ კვადრატულ კილომეტრზე მოთავსებული ჩემი სამაჩაბლო „სამხრეთ ოსეთად“ შეიძლება მონათლო  და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარო, ვითომ ამხელა ჩეჩნეთმა ან დაღესტანმა რატომ არ უნდა მიიღონ იგივე?  ჰოდა, რაკი ჩრდილოკავკასიელები არ იღებენ თავისას, რუსები მიიღებენ უარესს — ქაოსსა და ტერორებს, რომლებიც გაგრძელდება და ბოლო არ უჩანს. 

✅ გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №81

— ქალბატონო ლელა, ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს აინტერესებს შემდეგი: ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები, დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩერქეზეთი და ასე შემდეგ, მოიპოვებენ სრულ დამოუკიდებლობას ოდესმე, თუ რუსეთის შემადგენლობში იქნებიან ისევ? და თუ დამოუკიდებელ ქვეყნებად იქცევიან, რა ურთიერთობები ექნებათ საქართველოსთან?

— სპეციალურად მათთვის, ვინც ჯერ არ იცის, რა მაქვს ნაწინასწარმეტყველები ჩრდილოეთ კავკასიის თაობაზე, ძალზე, ძალზე მოკლედ ვამბობ: რუსეთი იძულებული გახდება, დათმოს კავკასია. ის დაკარგავს გავლენას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებზე, რომლებიც საბოლოოდ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ",- აცხადებს ლელა კაკულია..

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი