როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ ლაპარაკი მალე დაიწყოს - 6 რჩევა მშობლებს

ცნობილი უკრაინელი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის დაკვირვებით, ბავშვის მეტყველების დაგვიანება, თუ კოლიკას არ ჩავთვლით, მშობლების ყველაზე დიდი შფოთვის მიზეზი ხდება.

პედიატრის თქმით, ძალიან მკაფიო ასაკობრივი ზღვარი, თუ როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა საუბარი, არ არსებობს, თუმცა მიახლოებითი ნორმები დადგენილია.

ასევე დადგენილია მეტყველების დაგვიანების ნიშნები, როცა მშობელმა უკვე სპეციალისტს უნდა მიმართოს. ასევე არსებობს ხერხები, რომ ბავშვს დავეხმაროთ ლაპარაკის დაწყებაში. სწორედ ამის შესახებ აქვეყნებს რამდენიმე რჩევას ექიმი კომაროვსკი.

ყველაფერი აღუწერეთ

 

ბავშვის გასაგონად სიტყვებით გადმოეცით ყველაფერი, რასაც ხედავთ და აკეთებთ. მუდმივად აღწერეთ გარემო. თქვენს მოქმედებებს მიაყოლეთ სიტყვიერი აღწერა. უთხარით, რას აკეთებთ, მას რისი გაკეთება სურს, მოსწონს თუ არა ესა თუ ის ნივთი. საუბარი და ურთიერთობა ძალიან ეფექტური ხერხია მეტყველების განვითარებისთვის.

 

დაუსვით კითხვები

 

კომუნიკაცია კარგია, მაგრამ ორმხრივი კომუნიკაცია - უკეთესი. ეცადეთ დიალოგში აიყოლიოთ თუნდაც რეაქციებით, ჟესტებით. შეკითხვები ინტონაციით გამოკვეთეთ. ბავშვმა უნდა იგრძნოს, როდის არის მისი მხრიდან პასუხი საჭირო.

 

მოუყევით ამბები

 

გარკვეული დროით მეზღაპრეობა მოგიწევთ. მოიგონეთ ამბავი ყველაფერზე, რასაც ხედავთ, თუნდაც ვაშლზე, მაგიდაზე რომ დევს, ან ხეზე, რომელიც ფანჯრიდან მოჩანს, ფისოზე, ხეზე რომ ახტა. ეცადეთ, ამბავი მისთვის გასაგები და საინტერესო იყოს.

 

იყავით პოზიტიურები

 

კომუნიკაცია ბავშვს დადებით ემოციებს უნდა ჰგვრიდეს. მისთვის ეს სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი არ აქვს - ბავშვი არ გამოიჩენს ლტოლვას იმის მიმართ, რაც არ მოსწონს და ვერაფერს აითვისებს. თქვენი საუბარი უნდა იყოს მხიარულიც, არამარტო საინტერესო.

 

ენის მოჩლექა დაივიწყეთ

 

ადრეული ასაკის ბავშვებს იმაზე უკეთ ესმით ყველაფერი, ვიდრე გვგონია. ამიტომ საუბრის ზედმეტად გამარტივება და ენის მოჩლექა საჭირო არაა. გამოიყენეთ ჩვეულებრივი მარტივი სიტყვები, „ამუნია“ და „ფიები“ საჭირო არაა.

 

გამოიყენეთ ჟესტები

 

არავერბალურ კონტაქტსაც მნიშვნელობა აქვს. ის უადვილებს ბავშვს ნათქვამის გაგებას. თან გაიღიმეთ, თან ჟესტები მოიშველიეთ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ:

* თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი მიენიჭათ

* "ზამთრის საბურავებით ამ ადამიანს მოუცურდა და საპატრულო ეკიპაჟს დაეჯახა, ზარალი დაახლოებით 15 000 ლარია - არ წახვიდეთ გომბორით"   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები