შეიქმნა ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს

აშშ-ში მდებარე ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს.

ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალისტების მიერ გამოცემა Nature Human Behaviour-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი, რომელსაც forbes-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ ალგორითმს კრიმინალის პროგნოზირება დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით ძალადობრივი და ქონებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ საჯარო მონაცემების გაანალიზების შედეგად შეუძლია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ალგორითმი დანაშაულს, დაახლოებით, 90%-იანი სიზუსტით პროგნოზირებს.

ცალკეული მოდელის შემთხვევაში, მკვლევართა ჯგუფმა სამართალდამცველების დანაშაულზე რეაგირება ინციდენტების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობის ანალიზის შედეგად შეისწავლა. სპეციალისტებმა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე არეალებში შეგროვებული მონაცემები ერთმანეთს შეადარეს და დაადგინეს, რომ მდიდარ უბნებში დანაშაულს მეტი დაპატიმრება მოჰყვებოდა, ვიდრე ეს შედარებით ღარიბი უბნების შემთხვევაში იყო. ეს კი, მათი თქმით, სამართალდამცველების რეაგირებისა და აღსრულების მიკერძოებულობაზე მიუთითებს.

დანაშაულის პროგნოზირების სხვა მოდელები ხშირად ფოკუსირებას ე.წ. „ცხელ წერტილებზე“ აკეთებენ, რის გამოც ამ სივრცის მიღმა არსებული ტერიტორია უყურადღებოდ რჩება. ისინი არც ზემოხსენებულ ფაქტორს – სხვადასხვა არეალში დანაშაულსა და სამართალდამცველის რეაგირება-აღსრულების შედეგებს შორის არსებულ სხვაობას ითვალისწინებენ.

რაც შეეხება ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებულ ალგორითმს, ის ქალაქს არა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე უბნებად, არამედ კონკრეტული ფართობის მომცველ ტერიტორიებად ყოფს და კრიმინალს ამის მიხედვით პროგნოზირებს.

სპეციალისტების განცხადებით, ახალმა მოდელმა დანაშაულის ალბათობა ჩიკაგოში 90%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა. მან დადებითი შედეგები აჩვენა ასევე აშშ-ის კიდევ რვა ქალაქში.

წყარო: forbes.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

* "რატომ დადიან იერარქები ძვირად ღირებული ჯიპებით?" - პასუხებზე "არგუმენტები" ძალიან მიყვარს

* "არ შეიძლება, რომ მანამდე გადავცეთ ეს ჯილდო, სანამ კიბის რამდენიმე საფეხურის ასვლა მაინც არ გაუძნელდებათ" - ჟურნალისტი "საპატიო თბილისელის" დაჯილდოებაზე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები