ტექნოლოგია - დროის ფლანგვა, თუ გარდაუვალი აუცილებლობა?!

ცოტა რამ არის უფრო დამთრგუნველი, ვიდრე  შეფასებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რამდენ დროს ხარჯავენ ადამიანები კონკრეტულ საქმიანობაზე თავიანთი ცხოვრების  განმავლობაში.

იცით რასაც ვგულისხმობ! თქვენი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებთ, თითქმის ათწლეულს ტელეფონს "მისჩერებიხართ" და თითქმის 4 თვეს ანდომებთ გადაწყვიტოთ თუ რას უყუროთ სტრიმინგ არხებზე.

მერილენდისა და დელავერის საწარმოს უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა ახალი კვლევა საოფისე თანამშრომლებზე ჩაატარა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ხუთი ათას თანამშრომელზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რამდენი წუთი იხარჯება უსარგებლო აქტივობებში ყოველ სამუშაო დღეს (შეხვედრები გამორიცხეს, რომელიც ხშირად უსარგებლო გამოდის , მაგრამ არა ყოველთვის და არა ყველასთვის) შემდეგ ავტორებმა ექსტრაპოლაცია (განაახლეს) მოახდინეს ამ მაჩვენებლებზე და შეაფასეს, თუ რამდენად უკეთესად შეიძლებოდა დროის დახარჯვა, ე.წ შედეგები ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

მართლწერის, სიტყვების აკრეფის შეცდომების გასწორებას დღეში საშუალოდ ოცი წუთი სჭირდება თითოეული თანამშრომლობისთვის, ჯამში კი 180 დღე, ან 6 თვე 45 წლიანი მუშაობის მანძილზე. ზოგიერთი სიტყვა იწერება ისე ხშირად, რომ მის გასწორებაში თავისთავად შესაძლებელია მთლიანი დღე დაკარგოს თანამშრომელმა. მაგალითისთვის სიტყვები: "thnaks"(thanks), "teh" (the), "yuo"(you).

უსაფრთხოების პრობლემებს გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ თვეები იხარჯება პაროლების დამახსოვრებაში, მათ არასწორად შეყვანასა ან განახლებაზე. ჩვენ უამრავ საათს ვატარებთ ეკრანისკენ მზერით და ველოდებით რაიმეს მოხდენას.

თუ გვერდებისა და აპლიკაციების გახსნას დიდი დრო სჭირდება, იგივე ხდება დახურვის შემთხვევაშიც. დახმარების ფანჯრებისა და შეთავაზებების ველების აღმოფხვრას რამდენიმე დღე სჭირდება. 
ოპერატიული სისტემის განახლებების დაგეგმვაზე, მის მუდმივ მოთხოვნებზე უარის თქმა კიდევ ერთი ნაწილია, რომლის აღდგენასაც ვერასოდეს შეძლებთ. ამომხტარ რეკლამებზე თვალის არიდება, ვიდეოების ავტომატური დაკვრის შეჩერების მცდელობა გარკვეულ დროს მოითხოვს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვის შესასწავლად ან ესტუმროთ მაჩუ პიქჩუს.
შექსპირმა მეფე ლირი დაწერა იმ დროში, როცა საოფისე თანამშრომელი მისი სამუშაო ცხოვრების განმავლობაში შრიფტის ზომის შეცვლას ანდომებდა.

საშუალო სტატისტიკური თანამშრომელი სიცოცხლის ოთხ თვეზე მეტს ,,მოწესრიგებისთვის" ხარჯავს. ელექტრონული ფოსტის წაშლას ექვსი კვირა სჭირდება. კორპორაციული ჩატის არხებზე დაწკაპუნება და იმ შეტყობინებების წაკითხვა, რომლებიც თქვენთვის არ არის განკუთვნილი ან თქვენი ტელეფონის ეკრანის გასუფთავება იმ სტატიების, შეტყობინებებისგან, რომლებსაც არ კი ეცნობით, ხანგრძლივი პროცესის ერთგვარი აქტივობაა.
ფორმატირება დიდ დროს მოითხოვს.

იფიქრეთ Word-ის ან Google-ის დოკუმენტებში ზღვრების შეცვლის მცდელობაზე ან იმის გარკვევაზე, თუ სად უნდა დავსვათ ფრჩხილი ცხრილების ფორმულაში.
სამუშაო ხელახლა უნდა დაიწყოთ, როდესაც ვერ შეძელით მისი შენახვა, რასაც მოჰყვება ფსიქოლოგიური ტრავმა. ახლა ბევრი პროგრამა ავტომატურად ინახავს ცვლილებებს, დღეს ეს ნაკლებად პრობლემურია, მაგრამ საბოლოოდ არ გადაჭრილა. ბატარეები გადამწყვეტ მომენტებში იცლება, ინტერნეტის კავშირიც იკლებს. გუგლის დოკუმენტებში ძალიან ღრმა და მკვეთრი კომენტარების დაწერა, მათი შენახვა და ყველაფრის დახურვა იწვევს განსაკუთრებულ სასოწარკვეთას. ისევე როგორც ორგანიზაციული დიაგრამის შექმნა ასობით ისრებით და ტექსტური ველებით და  აცნობიერებ  რომ თითქოს ვიღაც დაგავიწყდა.
ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ მრავალი გზიდან, რაშიც ჩვენ ჩვეულებრივ დროს ვკარგავთ. შეხვედრების დღის წესრიგის კოორდინაცია, რომელიც შემდეგ გაუქმდება: ერთი თვე. საათების დახარჯვა ელექტრონული ფოსტის მომზადებაზე და შემდეგ მის საქაღალდეში დატოვებაზე: ორი დღე. სასოწარკვეთილი გახსნა და დახურვა პრინტერის რამდენიმე კარის: ერთი დღე.

მერილენდისა და დელავერის საწარმოს უნივერსიტეტების მეცნიერთა კვლევა აჩვენებს, რომ ტექნოლოგია არის დროის კარგვის საფუძველი, ამავდროულად ტექნოლოგია საჭიროა. სერვისების გამოყენება, რომლებიც ახდენენ კალენდრების სინქრონიზაციას და ავტომატური კორექტირების ვარიანტებს უკვე აკეთებენ, ხოლო პაროლები უდავოდ შეიცვლება სახის ამოცნობით და თითის ანაბეჭდებით. 

გონივრული იქნება კითხვა, შეიძლება თუ არა დროის დაზოგვა უფრო პროდუქტიულად? მაგალითად, მსგავსი სტატიების წაკითხვით, თუმცა სამუშაო წლები იკარგება უსარგებლო საქმიანობაში. რეალობის გულწრფელი გააზრება და გაუმჯობესება, დროის სწორი მენეჯმენტი ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

ბრიტანული გამომცემლობა The Economist.თარგმანი: ნონა გედენიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714034545

ახალი ამბები

„ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია“ - ირაკლი კობახიძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების...

ირაკლი კობახიძე

1714033300

სოციალური მედია

„ქუჩაში მხვდება ხალხი და მილოცავს...“ – რა ვიდეოს აქვეყნებს მაია ასათიანი?

ჟურნალისტი მაია ასათიანმა მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ძირითადად 3 ტიპის ჭორს უვრცელებენ.  „ერთი რომ ორსულად ვარ, მეორე რომ ბავშვი ავიყვანე და მესამე, რომ თავი მოვიკალი...

მაია ასათიანი

1714033048

მსოფლიო

რუსეთმა ჩერკასის ოლქს რაკეტებით შეუტია, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები

დილით რუსმა ოკუპანტებმა ჩერკასის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.  „წინასწარი ინფორმაციით, ჩერკასის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის ექიმებს დასახ...

რაკეტებით შეტევა

1714030619

საზოგადოება

გიორგი აბდალაძე: დღეს რომ ადამიანი გლდანის ციხიდან გაღიმებული გამოდის, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

დღეს რომ ადამიანი გლდანის ციხიდან გაღიმებული გამოდის, ზუსტადაც „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ლაზარე გრიგორიადისის ცი...

გიორგი აბდალაძე

1714029586

ჰოროსკოპი

ვის ელის სასიხარულო სიურპრიზი და ვინ არ უნდა მოაწეროს ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებას? - 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვის ელის სასიხარულო სიურპრიზი, ვინ არ უნდა მოაწეროს ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებას და ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის არ არის დღეს სასურველი შორ მანძილზე მგზავრობა? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვი...

ნინა სუსლოვა