წელს, ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო, 59 სამედიცინო დაწესებულება 253 000 ლარით დაჯარიმდა

მიმდინარე წელს, შიდა ინფექციებზე 91 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, საიდანაც ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო 59 დაწესებულება ჯამში 253 000 ლარით დაჯარიმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო ipn ავრცელებს:

მათივე ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 დაწესებულებას მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო 28 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა ამ ეტაპისთვის დასრულებული არ არის.

„ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, სანებართვო პირობების შემოწმება მიმდინარე წელს, პირველადად განხორციელდა 91 სამედიცინო დაწესებულებაში.

ყველა შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

მათგან სასამართლოებიდან მიღებული დადგენილებების საფუძველზე, 59 დაწესებულებას დაეკისრა ჯარიმა,(საჯარიმო სანქციამ ჯამურად შეადგინა 253 000 ლარი).

4 დაწესებულებას მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო 28 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა ამ ეტაპისთვის დასრულებული არ არის.

იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც სასამართლოს მიერ დაეკისრათ ჯარიმა, სანებართვო პირობების გამოსწორებისთვის, ეძლევათ გონივრული ვადა.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ხდება მათი განმეორებითი გადამოწმება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სანებართვო პირობების გამოსწორებას, როგორც უწყებაში განმარტავენ, სანებართვო პირობების გამოსწორების მდგომარეობა გადამოწმდა 11 სამედიცინო დაწესებულებაში, 2 დაწესებულებაში გამოსწორდა სანებართვო პირობები, ხოლო 9 შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

„ამ ეტაპისთვის სანებართვო პირობების გამოსწორების მდგომარეობა გადამოწმდა 11 სამედიცინო დაწესებულებაში, (მათ შორის 1 დაწესებულება გადამოწმდა ორჯერ).

გადამოწმების შედეგად, 2 დაწესებულებაში გამოსწორდა სანებართვო პირობები, ხოლო 9 შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

აქედან 2 დაწესებულება დაჯარიმდა და საჯარიმო სანქციამ ჯამურად შეადგინა 27 000 ლარი.

3 დაწესებულებაში სასამართლო დადგენილების საფუძველზე საქმისწარმოება შეწყდა, ხოლო 4 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა სასამართლოში არ დასრულებულა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍„იტალიაში ცხენის ხორცის სპეციალური მაღაზიებია, ხოლო ვირის ხორცი დელიკატესად ითვლება“ - სოციალური მედია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714039950

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 26-29 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად...

ზოგადი

1714038013

საზოგადოება

„ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ“ - გოგა მანია მოწამვლის მცდელობაზე ალაპარაკდა

ხშირად ადამიანებს სიყვარულსა თუ ფინანსურ სფეროში არ უმართლებთ. როგორც ეზოტერიკოსი გოგა მანია „თბილისელებთან“ ამბობს, არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი ის ნივთები და სამკაულები იყოს, რასაც ვატარებთ ან ნ...

ზოგადი

1714034545

ახალი ამბები

„ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია“ - ირაკლი კობახიძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების...

ირაკლი კობახიძე

1714033300

სოციალური მედია

„ქუჩაში მხვდება ხალხი და მილოცავს...“ – რა ვიდეოს აქვეყნებს მაია ასათიანი?

ჟურნალისტი მაია ასათიანმა მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ძირითადად 3 ტიპის ჭორს უვრცელებენ.  „ერთი რომ ორსულად ვარ, მეორე რომ ბავშვი ავიყვანე და მესამე, რომ თავი მოვიკალი...

მაია ასათიანი

1714033048

მსოფლიო

რუსეთმა ჩერკასის ოლქს რაკეტებით შეუტია, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები

დილით რუსმა ოკუპანტებმა ჩერკასის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.  „წინასწარი ინფორმაციით, ჩერკასის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის ექიმებს დასახ...

რაკეტებით შეტევა