3 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს - დიპლომატის დღეს აღნიშნავს

3 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს - დიპლომატის დღეს აღნიშნავს. ეს არის დღე, როდესაც გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში და განამტკიცებენ საქართველოს რეპუტაციას.
🔹მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ჩვენს დიპლომატებს მართლაც უდიდესი მისია აკისრიათ. საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით განსაზღვრული ისეთი მიზნების მიღწევა, როგორიცაა ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება, სუვერენიტეტის აღდგენა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული მიმართულებებით სათანადო დიპლომატიური ძალისხმევის განხორციელების გარეშე.
🔹როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, რაც შეუქცევადს გახდის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების კოორდინირებულ მოქმედებასთან ერთად, ამ პროცესში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ჩვენი უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობა.
🔹დღეს ჩვენ გვაქვს საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ქართული დიპლომატიის როლი დიდია იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
🔹დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან ერთად, მომავალშიც წამატებით გაართმევს თავს დასახულ ამოცანებს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაში.
🔹თითოეულ თქვენგანს გულითად მადლობას ვუხდი გაწეული სამსახურისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი თავდადება და ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, წარმოჩენისა და გაძლიერების საქმეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
1701781315
ემიგრაციაიტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...
1701690168
საზოგადოება2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება
ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...
1701688274
საზოგადოებამიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)
Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...
1701682671
ემიგრაციაემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს
ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...
1701680677
საქართველობათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...