დეგნანი კობახიძეს: მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან და კონსტიტუციური სამართლის ცოდნასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს.

„რა თქმა უნდა, მე დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ისევე როგორც მრავალი სხვა კონსტიტუციონალისტსა და ექსპერტს, რომელთა გაცნობის შესაძლებლობა საქართველოში მომეცა. ეს ქვეყანა ნამდვილად ბედნიერია, რომ ჰყავს საკონსტიტუციო სამართლის სფეროში მრავალი განათლებული და კარგად ინფორმირებული სპეციალისტი.

მე ასევე მაქვს საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება, მათ შორის დავხმარებივარ ქვეყანას კონსტიტუციის შემუშავებაში. ეს მოიცავდა შედარებით ანალიზსს სხვადასხვა კონსტიტუციისა და აპოლიტიკურ სისტემებს შორის იმის შესადარებლად, თუ რა მუშაობდა კარგად ამა თუ იმ სისტემაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო, თუმცა საბოლოოდ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო მისი სისტემისთვის.

საქართველოს ლიდერებმა დიდი დრო დაუთმეს იმ საკითხზე დებატებსა და განხილვებს, თუ რა არის სწორი საქართველოსთვის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იყო 1 პროცენტიანი ბარიერი. ვფიქრობ, ყველა პარტიის ლიდერი, მათ შორის მმართველი პარტიის, შეთანხმდა, რომ საკმაოდ პოზიტიური შედეგი იყო, რომ ბარიერის დაწევის შედეგად პარლამენტში მოხვდა ცხრა ძალიან განსხვავებული პარტია. ამ მიზეზით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა კვლავ განიხილეს ეს საკითხი, ისინი შეთანხმდნენ, რომ დაბალი 2 პროცენტიანი ბარიერი და სრულად პროპორციული არჩევნები არის ამჟამად საქართველოსა და მისი დემოკრატიული განვითარების საუკეთესო ინტერესებში.

მრავალი ადამიანი ელოდებოდა, რომ სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2019 წელს ამოქმედდებოდა. ეს საკითხი ახლა კონსტიტუციაშია და 2 პროცენტიანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ სისტემას, რომელიც პარლამენტში მეტ მრავალფეროვნებას შექმნის და იქ საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტი ხმისა და მოსაზრების წარმოდგენას შეუწყობს ხელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო საქართველოს პოლიტიკური ლიდერების შეთანხმება, რაც ამჟამად საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გუშინ, 2 დეკემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა რომ: „მე ვარ ექსპერტი, ქალბატონი კელი არა“.

„პირველ რიგში მე ვარ ამ საქმის სპეციალისტი. უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი, უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე საინტერესოა:

🔵 ირაკლი კობახიძე: მე ვარ ექსპერტი, ქალბატონი კელი არა

🔵 დაკავებულია ექიმი, რომელიც არავაქცინირებულ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე უკანონოდ არეგისტრირებდა და აცრილებად აღრიცხავდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები