გათავისუფლდეს სააკაშვილი და გვარამია, დაუწესონ სანქციები ივანიშვილს - EPP-მ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

"ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტში ასევე ნახსენებია ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას და დააბრუნოს ქვეყანა ევროპულ გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმითა და აუცილებელი რეფორმების განხორციელებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სულისკვეთებით, ქართველი ხალხისა და მისი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის;

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, მკაფიო დისტანცირება მოახდინონ და დაგმონ სიძულვილის შემცველი რიტორიკა და ყალბი ინფორმაცია, რომელიც წახალისებულია უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მათ ადანაშაულებენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ვაჭრობასა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ომის მეორე ფრონტის გახსნაში;

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაასრულოს პოლიტიკური დევნა მისი პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი მედიის მიმართ, უზრუნველყოს მყისიერი განთავისუფლება და ჰუმანიტარული მიზეზით ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სხვა ქვეყანაში ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის მისაღებად , ასევე გათავისუფლდეს ტელეკომპანია “მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია ციხიდან;

მოვუწოდებთ ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები ივანიშვილს მისი როლისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟისთვის, ასევე იმისთვის, რომ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და რეგიონულ უსაფრთხოებას“, - EPP-ის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 რა ეღირება უქმეებზე ევრო და დოლარი

🔵 პრეზიდენტმა კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები