გიორგი გახარიას პარტიამ თბილისის მერის კანდიდატად შესაძლოა, არჩილ არველაძე დაასახელოს

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ პარტიის დედაქალაქის მერობის სავარაუდო კანდიდატზე გადაცემაში „360 გრადუსში“ ისაუბრა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე პარტია „საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად, მან უპასუხა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ.

განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე.

მე მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება.

ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ღირსეული ოპონენტი იქნება ბატონი კალაძისთვისაც და არამარტო კალაძისთვის. იქ სავარაუდოდ იქნებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დაასახელებს ოპოზიცია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ღირსეულ პოლიტიკურ ბრძოლაში ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველას და რაც მთავარია გავიმარჯვოთ", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" კახა კალაძე დაასახელა, აგრეთვე ოპოზიციის გეგმავს, რომ დედაქალაქში ერთი კანდიდატით იყოს წარმოდგენილი. გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" კი საკუთარი კანდიდატი ეყოლება. 


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1627418861

საინტერესო ამბები

ახალგაზრდა კაცმა ერთი და იმავე ციფრებით, ლატარიაში 100 ათასი დოლარი მეორედ მოიგო

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ახალგაზრდა კაცმა ერთი და იმავე ციფრებით ლატარიაში მეორედ მოიგო.  ბესი ჯონსონმა 16 თვის წინ 100 ათასი დოლარი მოიგო, იგი გაოგნებული აღმოჩნდა, როდესაც 16 თვის შემდეგაც ზუსტად იმ...

1627417638

მსოფლიო

ისრაელმა საქართველოს "წითელ ზონის" ქვეყნებში შეყვანის კენჭისყრა გადადო

კნესეთის, ისრაელის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანოს, საკონსტიტუციო კომიტეტმა "წითელ ზონის" ქვეყნების სიის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო.  კნესეთის კანონისა და კონსტიტუციის კომიტეტმა გადაწყვიტა გ...

1627417562

ჰოროსკოპი

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ♈ვერძი არახელსაყრელი დღეა, რომელსაც პირად ცხოვრებაში სირთულეები და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლე...

1627414594

საზოგადოება

"ნაცმოძრაობის" მხარეს ხალხი არ არის, ისინი იტყუებიან, ქართველი ხალხი კი თავს არ იტყუებს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. ამის შესახებ მან "ღა...

1627413421

საზოგადოება

ეს არის გაკვეთილი ყველასთვის, ვინც იგივეს აკეთებს ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოში - ნახეთ, რას წერს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.  მისი თქმით, პირებს, რომლებმაც იგი გაიტაცეს, ასამართლებენ. "უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ყოფილ ხელმძღვანელ...