ისტორიაში პირველად საქართველო ICCROM-ის საბჭოს წევრი გახდა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ლაშა შარტავა 2-3 ნოემბერს რომში გამართულ კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, ICCROM-ის, გენერალური ასამბლეის 33-ე სესიაზე ოთხი წლის ვადით (2024-2027) საქართველოს სახელით ICCROM-ის საბჭოს წევრად აირჩიეს.
საქართველო 2001 წლიდან არის ICCROM-ის წევრი, მაგრამ მას დღემდე ICCROM-ის საბჭოში წევრი არ ჰყოლია. არქიტექტორ-რესტავრატორი ლაშა შარტავა პირველი ქართველია, რომელიც საბჭოში აირჩიეს 137 სახელმწიფოსაგან შემდგარი ორგანიზაციის წევრებმა.
საბჭოს 14 ვაკანტურ ადგილზე არჩევნებში მონაწილეობდნენ 23 ქვეყნის კანდიდატები. პირველ ტურში 14 ადგილიდან შეივსო 12 ადგილი, არჩევნებს გამოეთიშა 8 კანდიტატი, ხოლო საქართველოს, აშშ-ისა და იორდანიის კანდიდატებმა მიიღეს თანაბარი - 48 ხმა, რის გამოც, ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად დაინიშნა მეორე ტური.
მეორე ტურში საქართველოს წარმომადგენელმა მიიღო ყველაზე მეტი - 57 ხმა და ის აირჩიეს საბჭოს წევრად. იორდანიის კანდიდატმა მიიღო 52 ხმა, ხოლო აშშ-ის წარმომადგენელმა - 43 ხმა. შესაბამისად, საბჭოს წევრები გახდნენ საქართველოსა და იორდანიის წარმომადგენლები.
არჩევნების პროცესში მიღწეული წარმატებისთვის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მადლობას უხდის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე, თავად ლაშა შარტავას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძეს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ სამხატვრო აკადემიის აღზრდილის, ლაშა შარტავას, წარმატება აკადემიის სხვა სტუდენტებისთვის, ვინც არქიტექტურა-რესტავრაციის ხელოვნებას ეუფლება, მოტივაციის წყარო გახდება.
ინფორმაციისთვის: ლაშა შარტავა 2000-2006 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე, ხოლო 2013-2014 წლებში - ჩეხეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პრაღასა და პადოვის უნივერსიტეტში (იტალია) ეუფლებოდა ძეგლებისა და ისტორიული ნაგებობების სტრუქტურული ანალიზის სამაგისტრო პროგრამას. 2007-2022 წლებში იყო ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის (ICOMOS-საქართველო) არქიტექტორ-რესტავრატორი. დღემდე მონაწილეობს არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტში.
საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაცია ICCROM-ი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველთა ორგანოა, რომელიც 1956 წელს დაარსდა. მისი სათავო ოფისია რომში. ორგანიზაციის საწესდებო ფუნქციებია უძრავი და მოძრავი მემკვიდრეობის შესახებ კვლევების ჩატარება, დოკუმენტირება, ტექნიკური დახმარება, ტრენინგების ჩატარება და საზოგადოების ინფორმირებულობა.
ICCROM-ის სპეციფიკური როლი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციასთან დაკავშირებით გულისხმობს: კულტურული მემკვიდრეობის ტრენინგებში მთავარ პარტნიორობას, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის მონიტორინგს, კონვენციის წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის განხილვას და უნარების განვითარების პროგრამებში წვლილის შეტანას.
გენერალური ასამბლეის უფლებამოსილებით მოქმედი ICCROM-ის საბჭო მონიტორინგს უწევს ორგანიზაციის სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულებას და ICCROM-ის გენერალურ დირექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით აყალიბებს ხანგრძლივ პოლიტიკას. ის ხელმძღვანელობს ორგანიზაციას სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის შემუშავებისას, ამზადებს ანგარიშებს მისი საქმიანობის შესახებ გენერალური ასამბლეის მიერ სესიაზე განსახილველად და წარადგენს რეკომენდაციებს.
ცნობისთვის: საბჭოში არის 25 წევრი, რომლებსაც ირჩევს გენერალური ასამბლეა თავისივე წევრებიდან და ექვსი თანამდებობაზე მყოფი პირი (ex officio-წევრი), რომლებიც წარმოადგენენ UNESCO-ს, იტალიის მთავრობას, კონსერვაციისა და რესტავრაციის უმაღლეს ინსტიტუტს - Istituto Centrale per il Restauro-ს, ასევე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM), ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოსა (ICOMOS) და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს (IUCN). წევრები აირჩევიან ოთხი წლით, ზედიზედ, მაქსიმუმ, ორი ვადით.
1701781315
ემიგრაციაიტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...
1701690168
საზოგადოება2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება
ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...
1701688274
საზოგადოებამიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)
Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...
1701682671
ემიგრაციაემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს
ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...
1701680677
საქართველობათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...