ქართული გალობისა და მრავალხმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა

⛪ ქართული გალობისა და მრავალხმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.

🔸 ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი საპატრიარქოსთან ათეული წლებია თანამშრომლობს და მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და კულტურული საგანძურების გადარჩენა-განვითარების საქმეში. ერთ-ერთი ასეთი ერთობლივი წარმატებული პროექტი უკავშირდება ქართული მრავალხმიანობის მემკვიდრეობითობის შენარჩუნების საქმეს, რომელსაც 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი.

🔸 ბიზნესმენის ინიციატივითა და პატრიარქის კურთხევით დაფუძნდა „ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი“, რამელმაც მოიზიდა დარგის საუკეთესო სპეციალისტები, გახსნა რამდენიმე რეგიონული სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი თბილისში. 2006 წლის 19 სექტემბრიდან საქმიანობა დაიწყო და აბიტურიენტების პირველი ნაკადი მიიღო საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის თბილისის უმაღლესმა სასწავლებელმა.

🔸 განვითარების კვალობაზე სასწავლებელი ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტი.

🔸 უნივერსიტეტი ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის რეგენტებსა და ლოტბარებს, რომლებიც ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება- განვითარების საქმეს ემსახურებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში, ქართულ ემიგრაციაში.

🔸 დღეისათვის საქართველოში მოქმედი ფოლკლორული თუ გალობის გუნდების უდიდეს ნაწილს ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ.

🔸 გარდა აღნიშნულისა, ბიზნესმენის ინიციატივით 2012 წელს დაფუძნდა ფონდი „ქართული გალობა“, რომელიც ქართული მრავალხმიანობის მხარდასაჭერად სისტემატურად ატარებს ფოლკლორულ ფესტივალებს, გამოჩენიული ლოტბარების დაჯილდოების საღამოებს, მხარს უჭერს გამოცემებს, კონცერტებს, გუნდებს, ახალი სახეების წარმოჩენას, კურსდამთავრებულების დასაქმებას რეგიონებსა და უცხოეთში ქართული მრავალხმიანობის განვითარებას. ფონდს ხელმძღვანელობს ბიზნესმენის მეუღლე ნანა გოთუა.

🔸 ვანო ჩხარტიშვილის დაფუძნებულია აგრეთვე ფონდი “აი ია“, რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაცია / აბილიტაციითაა დაკავებული.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1701781315

ემიგრაცია

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...

იტალია

1701690168

საზოგადოება

2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება

ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...

კლიმატი

1701688274

საზოგადოება

მიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)

Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ  ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...

მიუნხენი

1701682671

ემიგრაცია

ემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს

ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...

ემიგრაცია

1701680677

საქართველო

ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...

საქართველო