საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

გამოჩენილი ქართველი რეჟისორი და პედაგოგი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ გაავრცელა.

"მწუხარებით გატყობინებთ, რომ გარდაიცვალა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი და პედაგოგი ბატონი თამაზ ჯაფარიძე.ბატონმა თამაზმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს, ასევე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1963 წელს, ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (სადირიჟორო მიმართულებით).1966 წელს თბილისში შედგა მისი დებიუტი, ამავე წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი;1994 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების, საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი. 2006 წლიდან კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, საოპერო სტუდიის დირიჟორი.ქართული რეპერტუარი, ოპერები: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", ი. გოკიელი "ბროლის ქოში", "წითელქუდა", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", მ. დავითაშვილი "ქაჯანა"; ბალეტები: ფ. ღლონტი "განთიადი"(1967, პრემიერა), ს. ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე"(1973, პრემიერა), ს. ცინცაძე "დალი და მონადირე"; სხვა რეპერტუარი, ოპერები: პუჩინი "ბოჰემა", "ტოსკა", ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "დონ კარლოსი", "ბალ-მასკარადი", "ოტელო", როსინი "სევილიელი დალაქი"; ბალეტები: პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული", "დუენია", ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"; გასტროლები: პოლონეთი(1969), გერმანია(1990), იტალია(1991), მალტა, რუსეთი, ბელორუსია, ბალტიისპირეთი", - აღნიშნულია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





სხვა სიახლეები

1623743022

საქართველო

თამარ გაბუნია: ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა

„ივლისიდან, როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში, ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, დამატებითი ადგილები შეიქმნება, სამედიცინო დაწესებულებებში ბრიგადები დაემატება და საზოგადოებრივ სივრცეებში, ვაქცინაციის...

1623741983

საზოგადოება

თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - გატაცებული ოქროები, ამოღებულია ნივთმტკიცებად

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევ...

1623740396

საზოგადოება

საქართველოში კოვიდ 19-ით 1 092 პირი ინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 755 მოქალაქე

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1092 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო 755 პირი გამოჯანმრთელდა, -  მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპე...

1623739716

საზოგადოება

სენაკში დაჭრის ფაქტზე ბრალდებული, პოლიციამ დააკავა

პოლიციამ სენაკში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, - ინფორმაციას  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს...

1623739164

მსოფლიო

ინდოეთში 11 წლის წინ დაკარგული გოგონა, მეზობლის სახლში იპოვეს

ინდოეთში, კერალას შტატში ქალაქ პალგხატთან მდებარე სოფლიდან 11 წლის წინ დაკარგული გოგო მეზობლის სახლში იპოვეს, - ამის შესახებ Indian Express წერს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 2010 წლის თებერვალში 1...