ზესტაფონის “ლავაცაი” და ზესტაფონური ყავის ისტორია ალეკო ელისაშვილისგან

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ზესტაფონისა და ყავის ისტორიით დაინტერესდა და სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რის გამოც ირონიული კომენტარებიც დაიმსახურა, რომ "რა კარგია როცა პარლამენტარი ამ ფაქტით ინტერესდება."

ალეკო ელისაშვილი: "ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ბოლო წლებია, აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში და პირიქით, მგზავრებისთვის ზესტაფონი ყავასთან და ყავით შესვენებასთან ასოცირდება.

ზესტაფონისთვის "ამერიკანო", "კაპუჩინო" და "ესპრესო" ისეთივე ბუნებრივი გახდა, როგორც ციცქა ცოლიკაური. ჰოდა, ზესტაფონის ისტორია რომ ნახოთ, ყავას კიდევ უფრო დიდი წარსული აქვს აქ.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, ზესტაფონში დღევანდელი ზაქარიაძის ქუჩაზე, ვაჭარ აგაბო გაჩეჩილაძის სახლში იყო ყავის ქარხანა "არგო". ქარხანა თავდაპირველად ეკუთვნოდათ პოლონელ სატოვსკის და რუს მასალკინს. ყავა მზადდებოდა სოიოსგან და რკოსგან! ქარხანა უშვებდა შეფუთულ ნაწარმს რომლებსაც ეწერათ: "არგო", "ვარდკაჭკაჭიანი", "ვარშავა", "უმაღლესი ხარისხის ყავა".

მოგვიანებით საწარმო გამოისყიდეს ძმებმა აგაბო, ბიქტორ და მიხეილ გაჩეჩილაძეებმა. ზესტაფონურ სოიოს და რკოს ყავას, საერთაშორისო პრიზები ჰქონდათ მოპოვებული. რა ვიცი, არ იქნებოდა ურიგო ამ საქმის კარგად მოკვლევა და ძველი წარმოების აღდგენა. რა ვიცი, რა ვიცი... მე უბრალოდ ფაქტი შეგახსენეთ!"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები