26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეზღუდულია - შსს-ს განცხადება
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.
„საგზაო მოძრაობა შეზღუდულია თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც. გარდა ამისა, 28 მაისის დღის ბოლომდე,სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, ათონელის ქუჩაზე.
სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მძღოლები იმოძრავებენ ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.
ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.ამასთანავე, 28 მაისის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიისა და ათონელის ქუჩებზე.
შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით (ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გამოყენებით), ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მშრალი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1779608054
ახალი ამბებირუსთავი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მე-7 კონფერენციას მასპინძლობს, რომელსაც ცოტნე ივანიშვილი ესწრება
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. შეხვედრას რუსთავი მასპინძლობს. ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან აქტუალური საკითხები განიხილება. ქვეყანაში მ...
1779606697
ახალი ამბებიცოტნე სორდია სპორტულ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ცოტნე სორდია სპორტულ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ქართველმა კარატისტმა ცოტნე სორდიამ(60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩრდ...
1779604766
ახალი ამბებიიმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველთა მოყვარულებთან აქტიური მუშაობის შედეგად, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაავადება ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდა...
1779602955
მსოფლიოთეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო
23 მაისის საღამოს უცნობმა შეიარაღებულმა პირმა თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად თავდამსხმელი დაიღუპა და ერთი გამვლელი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც...
1779602535
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...































