აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნა - რა სიახლეები დახვდება დამსვენებლებს

აჭარაში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. რეგიონი ტურისტების მოსაღებად მზად არის. ბათუმში დღის განმავლობაში არაერთი გასართობი და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

"წელს ტურისტული სეზონი და ვიზიტორების მიღება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს. ჩვენ მოგზაურებს ველოდებით როგორც ჩვენი მეზობელი, ისე – იმ სამიზნე ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები ხორციელდება. რეგიონის სტუმრებს ზღვის ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ვთავაზობთ მთიან აჭარაში. პანდემიის პარალელურად, კვების, განთავსებისა და სხვა სერვისების მიმწოდებლების მიერ დანერგილია ის სტანდარტი, რაც ვიზიტორების უსაფრთხოდ მიღებისთვის არის საჭირო", - ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძე.

რაც შეეხება გასართობ პროგრამას, ასეთია: 

ზღვის სანაპირო, კოლონადებთან• ფრანების შოუ სანაპიროზე 12:00 – 20:00საზაფხულო თეატრთან• DJ 12:00 – 22:00• ბალეტი ღია ცის ქვეშ 16:30 – 17:30ზღვის სანაპირო ანაბანის კოშკთან -• საზღვაო ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა, ჯაზ ბიგ ბენდის თანხლებით 16:00 – 16: 30• პანტომიმა - მოძრაობის თეატრი საზღვაო თემატიკით 16:00 -17:30ანბანის კოშკთან• მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ავია შოუ 16:00 – 17:00დრამატული თეატრის ეზოში• სპექტაკლი „ ჰელადოსი“ 20:30 – 22 :00ბათუმის მუზეუმებში, პეტრასა და გონიოში შესვლა უფასოდ• 10:00 – 20:00ბულვარი, კოლონადებთან• ფოიერვერკი 22:00.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი