ამირან გამყრელიძე: საქართველოში შესაძლებელია მწვანე პასპორტის ორი ვარიანტი იყოს დაშვებული

„საქართველოში შესაძლებელია მწვანე პასპორტის ორი ვარიანტი იყოს დაშვებული - შიდა მოხმარების და საზღვარგარეთ მგზავრობისთვის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზღვარგარეთ მგზავრობისთვის განკუთვნილი პასპორტი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

„ამ ეტაპზე დღეს როგორი გადაწყვეტილებაცაა, არის ორნაირი პასპორტი. ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც აღნუსხულია, რომ თუ ადამიანს ოდესმე გადატანილი აქვს, ჩაითვლება, რომ ამ პასპორტით შეიძლება მისი შესვლა სხვადასხვა დაწესებულებაში, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით QR კოდს, რომელიც საზღვარზე მოწმდება და იცით, რომ ჩვენი კოდის ევროპულ QR-კოდთან ჰარმონიზირება მოხდა, იქ ცოტა სხვა საკითხია.

იქ ითვლება, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი, ამიტომ აქ მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შესაძლებელია, დაშვებული იყოს მწვანე პასპორტის ორი ვარიანტი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის, იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი QR კოდი უნდა ჰარმონიზირდეს", - თქვა გამყრელიძემ.

მთავრობით გადაწყვეტილებით, მწვანე სტატუსი შეუზღუდავი ვადით ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.

მწვანე პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში შესვლა 1 დეკემბრიდან იკრძალება. მწვანე სტატუსი აქვთ პირს, ვინც ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან წარადგენს PCR ან სწრაფ ტესტს.

მსგავსი თემები:

🔵 საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არ არის, განსაკუთრებულები ვართ უვადო მწვანე პასპორტითაც – ეკატერინე ტიკარაძე

🔵 "კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო" - ივანე ჩხაიძე უვადო "მწვანე სტატუსზე"





სხვა სიახლეები

1638534433

საქართველო

ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა (ვიდეო)

დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა შეწყდა, ოპოზიციამ სხდომა დატოვა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში...

ზოგადი

1638533932

საქართველო

დეგნანი კობახიძეს: მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან და კონსტიტუციური სამართლის ცოდნასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. „რა თქმა უნდა,...

ზოგადი

1638530698

საზოგადოება

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში - მოკლულია 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში. მოკლულია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი. სავარაუდო დამნაშავე და მოკლული ადგილობრივები არ არიან, ისინი ქობულეთში სეზონური სამუშაოებისთვის რამდენიმე კვირის წინ ჩავიდნენ. მკვლელობ...

მკვლელობა

1638530341

საქართველო

დაკავებულია ექიმი, რომელიც არავაქცინირებულ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე უკანონოდ არეგისტრირებდა და აცრილებად აღრიცხავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკავა, რომლებიც არავაქცინირებულ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე უკანონოდ არეგისტრირებდნენ და აცრილებად...

ზოგადი

1638529481

საზოგადოება

არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება, არ მოიხსნება - კალაძე პარლამენტის შენობის წინ ჯვრის აღებაზე

თბილისის მერი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ ჯვრის კონსტრუქციას არ აიღებენ. გავრცელებული  ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, კახა კალაძემ უარყო. “არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება, ა...

პარლამენტი