არჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თქვენ პოლიტიკური აუტანლობა გაქვთ ნებისმიერი კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობას ემსახურება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მან ამ განცხადებებს სიცრუე და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა უწოდა.

„შეუძლებელია არ გამოვეხმაურო სიცრუის და პოლიტიკური ქულების დაწერის ანგაჟირებულ მცდელობებს იმ პათეტიკური განცხადებების ფონზე, რომელიც ე.წ. ოპოზიციისგან, რეალურად საქართველოს პარლამენტში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ განყოფილებისგან ისმის.

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი „გახარიელები“ საუბრობენ და პირდაპირ იმეორებენ ზუსტად იმას, რასაც გარედან დაფინანსებული და მართული „საია“ ამბობს, რომელმაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების ე.წ. მიმოხილვა გამოაქვეყნა. თქვენ პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური აუტანლობა გაქვთ ნებისმიერი ნაბიჯის, მათ შორის, ნებისმიერი კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობას ემსახურება და უზრუნველყოფს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღებოდეს.

თქვენ პირდაპირ იმეორებთ ევროკომისრის, მარტა კოსის და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებიან, „შავი ფული“ შემოვიდეს ჩვენ ქვეყანაში და შემდეგ ვიცით, ეს ფული რაშიც გამოიყენება აქ - არაერთგზის, ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის.

თქვენ საუბრობდით კანონმდებლობაზე და საერთოდ სიტყვაც კი არ გიხსენებიათ, მაგალითად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში რა ცვლილებებიც პარლამენტმა შეიტანა, რაც პირდაპირ უკავშირდება მიუკერძოებლობას, ფაქტისა და აზრის გამიჯვნის პრინციპებს.

თქვენ ხართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია, მაგალითად, როცა ვრცელდება საჯაროდ ინფორმაცია, გარკვეული ფსიქიკური პრობლემების მქონე დედის მიერ ახალშობილის მკვლელობის ფაქტი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოთ. საერთოდ როგორ იღებთ ხმას? როგორ ცდილობთ ამ ფაქტის საკუთარი პოლიტიკური ბენეფიტების მისაღებად გამოყენებას? ამიტომ ხართ პოლიტიკური სვავები. ამიტომ დარჩებით საზოგადოების თვალში პოლიტიკურ სვავებად.

მინიმალურ ხელფასზე საუბრობდით და თქვენმა ინიციატივამ შესაძლებელია, დასაქმებულების მესამედი საერთოდ უმუშევრად აქციოს. ამაზე პასუხისმგებლობის არც აღება გინდათ და არც არაფერს საუბრობთ. თუ ასეთი მაგრები ხართ, ხომ გაქვთ პარლამენტარების ხელფასები, ერთი თქვენგანი მაინც გამოვიდეს და თქვას - ჩემს ხელფასს სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავცემ. მაგრამ ამ ყველაფერს არ გააკეთებთ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი პოლიტიკური სვავები ხართ და პოლიტიკურ სვავებად დარჩებით“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი საქმიანობის შედეგად, ქვეყანაში მშვიდობაა უზრუნველყოფილი და დღეს სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე ეს წინა წლებში იყო, ამაზე არ საუბრობენ იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ეს სასარგებლოა და ის, რაც საზოგადოებისთვის სასარგებლოა, ოპონენტების პოლიტიკურ წისქვილზე წყალს არ ასხამს.

„სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება შეჭირვებული და სანამ ერთ ადამიანს მაინც დასჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, მანამდე ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781000063

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...

პროკურატურა

1780999337

ახალი ამბები

გრეტა წიწავა: ალიანსად წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება

„ალიანსად“ წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება, თუმცა გავა ჟამი და ისევ შემოსძახებენ და მოუწოდებენ მათი გარე პატრონები გაერთიანებისკენ და ჩვენც ვიხილავთ მორიგ ჯერზე...

გრეტა წიწავა

1780999173

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: წელს I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე მეტყველებს ც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყანაში არსებულ ჯან...

ვახტანგ ცინცაძე

1780998100

ახალი ამბები

რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა

„ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ბევრჯერ გვინახავს, ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი...

რიმა ბერაძე

1780997774

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს რეგიონულ პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა. „სამხრეთ...

აა