აშშ-ის ვაჭრობის მდივანი - დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ლუტნიკმა განაცხადა, რომ ახლახან ესაუბრა სავაჭრო საკითხზე ევროპელ მომლაპარაკებლებს და აღნიშნა, რომ არსებობს შეთანხმებისთვის საკმარისი შესაძლებლობები.
„მსოფლიოში ორი უდიდესი სავაჭრო პარტნიორი ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით“, – განაცხადა ლუტნიკმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ პირველი აგვისტოდან ევროკავშირისა და მექსიკისთვის 30%-იანი ტარიფები ამოქმედდება.
ლუტნიკის განმარტებით, ეს არის ძალიან მკაცრი ვადა.
„არაფერი უშლის ხელს ქვეყნებს ჩვენთან მოლაპარაკებების წარმოებაში პირველი აგვისტოს შემდეგაც, მაგრამ ისინი ტარიფების გადახდას პირველი აგვისტოდან დაიწყებენ“, – განაცხადა ლუტნიკმა.
1753025146
მსოფლიოთეთრი სახლის წარმომადგენელი - ბენიამინ ნეთანიაჰუ გიჟივით იქცეოდა, გამუდმებით ყველაფერს ბომბავს, ამან, შეიძლება, ძირი გამოუთხაროს იმას, რის გაკეთებასაც ტრამპი ცდილობს
ბენიამინ ნეთანიაჰუ გიჟივით იქცეოდა. ის გამუდმებით ყველაფერს ბომბავს, ამან, შეიძლება, ძირი გამოუთხაროს იმას, რის გაკეთებასაც ტრამპი ცდილობს, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემა „აქსიო...
1753022021
ახალი ამბებიაფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრში დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა...
1753019820
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა
როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნა...
1753017704
ახალი ამბებისაქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
ინგუშეთში, საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები...
1753013655
საზოგადოებაილია ინჯია ოპოზიციის აქციაზე: რამდენიმე კვირაა ემზადებიან, მაგრამ ნათლად გამოჩნდა ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილი, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა და ის კურსი, რომელიც დღეს გვაქვს აღებული, გაგრძელდეს
რამდენიმე დღეა, ემზადებიან, შეიძლება, კვირებიც, მაგრამ ნათლად გამოჩნდა ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილი, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა და ის კურსი, რომელიც დღეს გვაქვს აღებული გა...