ჩახუნაშვილი: ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია. სულ რომ ლეგალურად დაშვებული იარაღი გამოეყენებინათ, ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერების ამ დოზით გამოყენება სადაც ბავშვები, ორსულები, მოხუცები არიან მრავლად, არ არის მიზანშეწონილი

„ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია“, - განაცხადა პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას, მას შემდეგ რაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით.

ჩახუნაშვილი მოითხოვს, რომ მისი გამოკითხვა მაგისტრანტ მოსამართლესთან ჩატარდეს.

„გუშინდელი დაწყებული გამოძიება ეხმიანება - ერთი მხრივ, ეშინიათ ალბათ სანქციების და შესაბამისად, აჩვენებენ რომ რაღაც ტიპის გამოძიება დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას და სავარაუდოდ შეიძლება იფიქრონ, რომ კიდევაც ვიღაც შესწირონ განტევების ვაცად და მეორე მხრივ, ემსახურება იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც კონკრეტულ საქმეს აკეთებენ და მათ თვალში არ მოდის ეს, შესაბამისად უნდა შეაშინონ ადამიანები.

ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია, თუმცა ნივთიერების მიუხედავად, ის მავნე ეფექტები, რაც გამოვლინდა სულ რომ ლეგალურად დაშვებული იარაღი გამოეყენებინათ, ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერების ამ დოზით გამოყენება და ისე გამოყენება, რომ ასე ვთქვათ, დასახლებული პუნქტი, სადაც ბავშვები, ორსულები, მოხუცები არიან მრავლად არ არის მიზანშეწონილი.

ისინი ცდილობენ, რომ ჩვენ შიგნიდან, სისტემიდან, გამოსული ინფორმაცია დაგვაბრალონ, რომ მერე თავის ამომრჩეველს, რომელიც მწირი არის, მაგრამ მაინც ჰყავთ, მიყიდონ ეს ინფორმაცია, რომ ეს ხალხი მიკერძოებულია.

შტრიხკოდით მერე დაადარეს რომელი იქნებოდა გამხსნელი, მერე გამხსნელი იპოვეს, იმიტომ რომ ერთი ნივთიერება არის და უკვე ის რაც არის ფხვნილი, ფხვნილი სავარაუდო აქროლადი ნივთიერება, რომელიც დასაშლელად შეიძლება გამოიყენო იყოს ეს ციანიდის ერთ-ერთი დერივატი.

ჩვენ მოვითხოვთ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოვიკითხოთ, დანარჩენს ვნახავთ“, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764665599

საზოგადოება

პრემიერი: სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან, იგი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად

„სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან“, - განაცხად...

ირაკლი კობახიძ

1764665370

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე თინა ხიდაშელის ბრალდებებზე: თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს

„თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალ...

ირაკლი კობახიძე

1764665242

საზოგადოება

გივი მიქანაძე: სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება

„სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი...

ტელეფონი სკოლაში

1764664641

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - „ბი-ბი-სისთვის“ შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია

„ბი-ბი-სისთვის“ შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია“, - ამი...

ირაკლი კობახიძე

1764664310

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით, კარგია, რომ მათ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს აღნიშნული პროექტი

„კარგია, რომ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით“, -...

ირაკლი კობახიძე