დავით მათიკაშვილი ოპოზიციის წაკითხულ წერილზე: ცალ ფეხზე მდგომის ინსტრუქციები - ასე დავარქვი ამ მოცემულობას. ამ ადამიანებს განცხადების დაწერაც კი არ შეუძლიათ და არ ენდობიან
აი, რა სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში გაგდებს აგენტობა ადამიანს. მას შეიძლება გააჩნდეს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს პასპორტი მაგრამ თავიდან ბოლომდე იმართებოდეს დავალებებით ქვეყნის ფარგლებს გარედან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა წერილთან დაკავშირებით, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქციაზე წაიკითხეს და რომელიც ბრიუსელიდან გამოგზავნილ ტექსტს იმეორებდა.
მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ბრიუსელის ქართველი აგენტურა საქართველოში.
„ცალ ფეხზე მდგომის ინსტრუქციები - ასე დავარქვი ამ მოცემულობას, რომელიც საკუთარი თავლით იხილა გუშინ სრულიად საქართველომ და მთელმა მსოფლიომ. უსიტყვო მორჩილება, წერტილ - მძიმის შეუცვლელად ბრიუსელიდან - საქართველოში, ადრესატი - მარიონეტები, აგენტურა ვისთვისაც ეს არის ჩვეულებრივი დავალების შესრულება, სამსახური, რა სამსახურშიც ისინი სავარაუდოდ იღებენ ფულს და ეს სამსახური არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება, რადიკალიზმი, შიდა ტერორიზმი, როგორც ამას დონალდ ტრამპმა აშშ-ში უწოდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ როგორ მონურ მო მორჩილებაში ამყოფებენ რადიკალებს მათი პატრონები.
„ამ ადამიანებს განცხადების დაწერაც კი არ შეუძლიათ და არ ენდობიან. ხვდებით, რამდენად არის ეს ყველაფერი ამ აგენტურულ, მარიონეტულ დაქვემდებარებაში გაწერილი, რომ წერტილი და მძიმის შეცვლასაც არ ენდობიან ბრიუსელელი პატრონები აქაურ აგენტურას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიციის ლიდერები ბრიუსელიდან გამოგზავნილი ბრიფინგის ტექსტის შედგენას ერთმანეთს აბრალებენ.
Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.
ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა რადიკალური ოპოზიციის ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ აღნიშნული ტექსტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.
1763128641
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეე...
1763127982
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ ურთიერთდაკავშირებასა და მდგრადობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო სანდო და პროაქტიული პარტნიორია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შეთანხმების განხორციელებაში და მტკიცედ უჭერს მხარს...
1763126761
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ნატოსთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნატოსთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმ...
1763126056
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7085 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7091 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1763125334
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „X“-ზე ეხმაურება. „მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარ...



























