"დღემდე ყურში ჩამესმის მისი თხრობა და მახსოვს მისი წარმოუდგენლად ლამაზი და ღრმა თვალები"- ვისზე წერს ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ბავშვობის მოგონებას იხსენებს და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელზე წერს, რომელიც კულტურის მინისტრმა გაათავისუფლა:

"სოხუმიდან არდადეგებზე თბილისში ჩამოსული ბავშვი ვიყავი, ასე 9-10 წლის, როცა დედას ეროვნულ მუზეუმში წაყვანა ვთხოვე.

დედამ ჩვენს ახლო ნათესავს დაურეკა, რომლის დაც ამ მუზეუმში მუშაობდა.

მოკლედ, დედამ წამიყვანა, რვა ნომერი ტროლეიბუსით, ვაკიდან თავისუფლების მოედნამდე რომ დადიოდა, და დაგვხვდა ქალბატონი ნანა.

მოგვატარა მთელი მუზეუმი, დაგვათვალიერებინა, მოგვიყვა.

დღემდე ყურში ჩამესმის მისი თხრობა და მახსოვს მისი წარმოუდგენლად ლამაზი და ღრმა თვალები.

აღფრთოვანებული და პირდაფჩენილი ვუსმენდი რამდენიმე საათი და თუ რამე ვიცი ქართულ კულტურაზე, ბევრწილად ამ თხრობით გაცნობილი ეროვნული საგანძურის წყალობით.

ჰოდა, დღეს "მთავარის" გამოშვებაში მომესმა ბავშვობიდან აკვიატებული თხრობა.

შევხედე ეკრანს, პირბადის ზემოთ ნაცნობი და მეხსიერებაში ჩაბეჭდილი თვალები - არაჩვეულებრივი ქალბატონი ნანა!

ჰყვებოდა, როგორ გაუშვა კულტურის მინისტრმა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმიდან პოლიტიკური არასანდოობის მოტივით.

აი, ასე", - წერს ნიკა გვარამია.

სხვა სიახლეები:

🔳 ალექსეი ნავალნის მოკავშირეები რუსეთმა ტერორისტებად გამოაცხადა

🔳 „ქარისგან ბზრიალის მეხუთე ცდაზე დაფრინდა ჩვენი თვითმფრინავი“ - რა შეემთხვა ნინა კობახიძეს?

🔳 გაიგეთ რა შემთხვევაში გეკუთვნით უფასო PCR ტესტი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1643392800

საინტერესო ამბები

კალიფორნიაში, ავიაკატასტროფის ადგილას კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს

26 იანვარს კობი ბრაიანტისა და მისი 13 წლის შვილის გარდაცვალების დღეა, მათთვის პატივის მისაგებად კალიფორნიაში, ავიაკატასტროფის ადგილას ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს. კობი ბრაიანტის ფიგურას Lakers-ის ფორმა...

გარდაცვლილი სპორტსმენი

1643391600

საზოგადოება

"ანგაჟირებული ტელევიზიები, პრესა და ექსპერტები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი. იყავით მშვიდად" - რა ინფორმაციას აქვეყნებს თენგიზ ცერცვაძე

"როგორ უმკლავდება ქვეყანა ომიკრონის გამოწვევას?",  - აღნიშნულ საკითხს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა. "ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიები...

ცერცვაძე

1643389800

საზოგადოება

"არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწად-ნახევარია" - პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას ნიშნავს მისი ინიციატივა საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ჰქონდა სურ...

პრეზიდენტი

1643388300

საინტერესო ამბები

Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში, ადრესატს შეტყობინება გაეგზავნება

Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში, ადრესატს შეტყობინება გაეგზავნება ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა და ნიმუშად თავის მეუღლესთან, პრისცილასთან მიმოწერა გამოაქვ...

ფბ

1643386800

საზოგადოება

გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტს გმობს

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტს განცხადებით ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, საბჭო რომ გმობს ძალადობის აღნიშნულ ფაქტს. "პოლიციელი უნდ...

ქალზე ძალადობა