დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა - სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი - შეუძლებელი!

 17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისი თქმით, ადამიანისთვის არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა.

„დღეს სრულიად საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

გილოცავთ!

ეს არის დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყანას უმთავრესი ღირებულების ირგვლივ. სახელმწიფოს შემეცნება და აღქმა უძველესი დროიდან ქართველებში ოჯახური კულტურით ყალიბდება. ეს არის ის საძირკველი, რაზედაც დაშენებულია რწმენისა და ეროვნული ფასეულობების ერთობლიობა.

სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ “ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი - შეუძლებელი!

არ არსებობს იმაზე დიდი სიწმინდე, ვიდრე საკუთარი ოჯახია, და არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღეს!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772955954

ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას

თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...

ზურაბ აბაშიძე

1772953430

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...

დაკავებადაკავება

1772953316

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

სამეგრელოს პოლიცია

1772953151

ახალი ამბები

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა დ...

არასრულწლოვანი დააკავა

1772950806

ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ...

მიხეილ სარჯველაძე