"ძაღლების სხვადასხვა ჯიშის ფლობასთან დაკავშირებული საკითხების რეფორმაზე, პარლამენტში შესაბამისი კომიტეტი აქტიურად მუშაობს" - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტში შესაბამისი კომიტეტი ძაღლების მოშენების, გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასთან და ძაღლების მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხებზე მუშაობს:

"ორი დღის წინ, კიდევ ერთი საბედისწერო შემთხვევა მოხდა - პიტბულმა ბავშვს მიაყენა დაზიანებები.

იმედი მაქვს ექიმების პროფესიონალიზმის.

ვგულშემატკივრობ პატარას და მის ოჯახს.

ყველაფერი კარგად იქნება!

ამ წლების განმავლობაში, როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო აქტივისტების და სპეციალისტების მხრიდან იყო მონდომება და მიზანი, რომ ცხოველების მიმართ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, მოწესრიგდეს მათი აღრიცხვის, ბინადრობის და დაავადებათა კონტროლის საკითხი, თუმცა გვჭირდება ახალი, ქმედითი და უფრო მასშტაბური ნაბიჯები - ეფექტიანი რეგულაციები და ევროპული საუკეთესო მოდელის დანერგვა ყველგან, მთელ ქვეყანაში.

ვინაიდან, სოფლად თუ ქალაქებში მრავლად არის უპატრონო ძაღლები - დასარეგულირებელია მოშენების და გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასთან და ძაღლების მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები.

ამ მიზნით, გარდაუვალი და საჭიროა ერთიანი სტანდარტის და ქმედითი სტრუქტურ(ებ)ის (სააგენტოს ან სამსახურის) ჩამოყალიბება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

შესაბამისი კომიტეტი პარლამენტში, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რეფორმაზე, რომ შემუშავდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი", - აცხადებს თალაკვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* 2 წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა - ამ წუთებში დაშავებულს ოპერაცია უტარდება

* "რა გახდა ამ პიტბულებით მატრაკვაცობას და თავმოწონებას ბოლო მოეღოს - მიყვარს ძაღლები, მაგრამ ადამიანის უსაფრთხოება განუზომლად ძვირფასია" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1669631700

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ეს ვიზუალურადაც ჩანს - ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია. ამის შესახებ ლომჯარიამ კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მონახუ...

ზოგადი

1669631100

საზოგადოება

"ციხეში გაუპატიურებაზე მოხვედრილი ერთი კაცი დასამარხი იყო და კაცები ხელს არ კიდებდნენ, სამი საათი გახდა და ქალებმა გამოასვენეს მერე - მონაზონზე თავდამსხმელებს ღვთის წინაშე რა ელით ამაზე აღარაფერს ვიტყვი"

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან მუჯირი სოციალურ ქსელში, 26 ნოემბერს ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს: "რაც...

მამაო

1669629600

ახალი ამბები

„ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება“- ხათუნა სამნიძე

ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდეც ძალადობა, –განაცხადა „რესპუბ...

ხათუნა სამნიძე -პოლიტიკოსი

1669628400

სოციალური მედია

"მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე"

"მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე", - ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ...

გოგონა

1669626900

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა - ილია მეორეს ჯამში ნათლული 45 000 ბავშვი ჰყავს

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა. ილია მეორის ნათლული ჯამში 45 000 ბავშვია. სამების საკათედრო ტ...

სამებაში დღეს საყოველთაო ნათლობა გაიმართება