ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მეასე შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მე-100 შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრება, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდტი. მას შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

შმიდტმა მედიასთან შესვენების დროს განაცხადა, რომ იგი სრულად ფლობს ინფორმაციას ზაზა გახელაძის საკითხზე და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზანი, სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქებაა.

„ეუთო მუშაობს ხალხის კეთილდღეობისთვის - იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს. ესაა კონკრეტული, ყოველდღიური საკითხები და უსაფრთხოება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები არის უმნიშვნელოვანესი საფუძველი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის. ძალიან კარგად ვიცი არსებული საკითხების შესახებ, მაგალითად, გახელაძის საკითხი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზეა საუბარი“, - აღნიშნა შმიდტმა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ლაშა წეთერელის უპირობო გათავისუფლებას.


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1627453204

სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედ ფინალში მან უზბეკეთის წარმომადგენელი დავლატ ბობონოვი დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე რუს...

1627418861

საინტერესო ამბები

ახალგაზრდა კაცმა ერთი და იმავე ციფრებით, ლატარიაში 100 ათასი დოლარი მეორედ მოიგო

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ახალგაზრდა კაცმა ერთი და იმავე ციფრებით ლატარიაში მეორედ მოიგო.  ბესი ჯონსონმა 16 თვის წინ 100 ათასი დოლარი მოიგო, იგი გაოგნებული აღმოჩნდა, როდესაც 16 თვის შემდეგაც ზუსტად იმ...

1627417638

მსოფლიო

ისრაელმა საქართველოს "წითელ ზონის" ქვეყნებში შეყვანის კენჭისყრა გადადო

კნესეთის, ისრაელის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანოს, საკონსტიტუციო კომიტეტმა "წითელ ზონის" ქვეყნების სიის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო.  კნესეთის კანონისა და კონსტიტუციის კომიტეტმა გადაწყვიტა გ...

1627417562

ჰოროსკოპი

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ♈ვერძი არახელსაყრელი დღეა, რომელსაც პირად ცხოვრებაში სირთულეები და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლე...

1627416417

იტალია

იტალიაში, სარდინიაზე, ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სარდინიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ტყის ხანძრების გამო, რომელიც კუნძულზე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.  ხანძარმა 20000 ჰექტ...