ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა

2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

როგორც მან აღნიშნა, 4-წლიანი ჯამური მაჩვენებლით 2020 წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 45%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 85%-ს მიაღწია და 2024 წელს 91 მილიარდ 891 მილიონ ლარს გადააჭარბა. ე.წ. პოტენციურ ზრდასთან შედარებით, რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალი იყო 2023-2024 წლებში, რის შედეგადაც 2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, განვლილ პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდ წილად ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდასთან იყო დაკავშირებული, კერძოდ:

· ინვესტიციების მოცულობა 2020 წელს არსებული 12,3 მილიარდი ლარიდან, 21 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, კერძო ინვესტიციების ზრდამ 65%-ს გადააჭარბა და 13,3 მილიარდი ლარი შეადგინა;

· ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 140%-ზე მეტად, მათ შორის, მომსახურების ექსპორტის მაჩვენებელი 4-ჯერ გაიზარდა. პანდემიის ეფექტის გამოკლებით, 2019 წელთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 65%-ს გადააჭარბა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი. კერძოდ:

· მშპ-ის 9,2%-მდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ის 2,5%-ის დონეზეა. ნომინალურ გამოხატულებაში დეფიციტი შემცირდა 2 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით;

· მთავრობის ვალის მოცულობა 60%-დან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ის 40%-იან მაჩვენებელზე დაბლა და მას შემდგომ გრძელდება მისი შემცირების კლებადი დინამიკა. 2024 წლის ბოლოსთვის, მისმა თანაფარდობამ მთლიან შიდა პროდუქტთან 36,1% შეადგინა, რაც უსაფრთხო მაჩვენებელია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762937329

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს - ცალსახად ვამბობთ პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქ...

არჩილ გორდულაძე

1762935860

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქმე საქმეზე რომ მიდგება, დონორი ხელს დაიბანს, რომელიღაც კუნძულზე ფეხს ფეხზე გადაიდებს და კოქტეილს დალევს. პასუხისმგებლობაში კი ის ადამიანები მოექცევიან, ვინც მიამიტური თვალებით უყურებენ ამ დონორებს

მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვიმატებენ ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელისთვის მათ აკრძალვასთან დაკავშირებით. მათ შორის, განცხადება, რომ გარედან მიღებული დავალებით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს - ამა...

შალვა პაპუაშვილშალვა პაპუაშვილ

1762935820

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი რაჟდენ კუპრაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე: ის, როგორც საქმიანობს ანტიკორუფციული ბიურო, ვფიქრობ, არის დამაკმაყოფილებელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კუპრაშვილის გ...

შალვა პაპუაშვილ

1762935289

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია

დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შ...

შალვა პაპუაშვილი

1762934659

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს. „შეძრწუნებულ...

მარიამ ქვრივიშვილი