"განათლება ისევე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი განვითარებისთვის, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა" - ნანა გეგეჭკორი

დიახ, ბავშვების უმრავლესობას კოვიდი უსიმპტომოდ გადააქვს, - ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები, ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუკში წერს.

"მას მერე ორი ზაფხული მიილია.

არც კონცერტები გვქონია და ცხოვრებაც თითქოს გაჩერდა ამ თაობისთვის. გულწრფელად მჯერა, ახლა თუ შევძელით მათი დაცვა, პანდემიური გაკვეთილებით გაძლიერებულნი ბევრად უფრო საინტერესო, მაღალტექნოლოგიურ, ჰუმანურ სამყაროს შევქმნით ჩვენი შვილებისთვის.

მთავარია ახლა შევძლოთ მათი დაცვა კოვიდ საფრთხისგან… 

თუ პირველი რამდენიმე ტალღისას ჩემს ჰოსპიტალში ბავშვთა ინტენსიური განყოფილება მთლიანად დიდებს ეთმობოდა და მცირე ასაკოვან ჯგუფში მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვქონდა, დღეს სწორედ ეს ასაკია ყველაზე დიდი ტკივილი. სწორედ პატარებში შეიმჩნევა ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა.

ცხადია, საბავშვო ასაკში განათლება ისევე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი განვითარებისთვის, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა, მაგრამ  ჯერ უნდა გადავრჩეთ, რომ სხვა რამეები დაგვჭირდეს მერე.

ბავშვებს არ შეუძლიათ თავი თავად დაიცვან.

მათ ჩვენ უნდა ვასწავლოთ უსაფრთხოების წესები, საკუთარი მაგალითით დავანახოთ როგორი უნდა იყო პრევენცია პანდემიისას.

ვატაროთ ნიღაბი სწორად, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის აუცილებელი პირობები.

ჩვენს შვილებს თვითონ უნდა შევუქმნათ უსაფრთხო გარემო.

ავიცრათ, ინფიცირების ეჭვისას ვერიდოთ მათთან კონტაქტს და ასე ავაცილოთ კოვიდის საფრთხე.

დიახ, ბავშვების უმრავლესობას კოვიდი უსიმპტომოდ გადააქვს. არც კი ვიცით ნინომ, როდის გადაიტანა.

პოსტკოვიდური ანტისხეულები აღმოაჩნდა დადებითი და ასე მივხვდით რომ მასაც სტუმრობდა ვირუსი. სავარაუდოდ მე მოვუტანე, ისევე როგორც ჩემს მეუღლეს და მის დედ-მამას.

მე არ მქონდა გამოსავალი, ყოველ დღიურად, ვირუსით ყველაზე დაბინძურებულ გარემოში არ მემუშავა.

მაშინ არც ვაქცინა იყო,  რომ თავი ასე დამეცვა. არც იმის ფუფუნება მაქვს მუდმივად განცალკევებულ გარემოში ვიცხოვრო, თორემ გავუძლებდი და ასე დავიცავდი ოჯახს სამსახურიდან გამოყოლილი საფრთხისგან.

ჩვენ გაგვიმართლა… ბევრ სხვას არა და სამწუხაროდ კიდევ იქნებიან ისეთები, ვისაც ადვილად მოერევა კოვიდი…

დავიცვათ ერთმანეთი.

ავიცრათ, დიდები ავიცრათ, რომ ჩვენს შვილებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. კვლევები აჩვენებენ,  რომ ვაქცინირებული ადამიანები იცავენ ოჯახის წევრებს ინფიცირებისგან.

ჩვენი შვილების  სწორი განვითარებისთვის, ჯანმრთელი სიცოცხლისთვის გულმოდგინედ  დავიცვათ პრევენციის ყველა წესი", - წერს ნანა გეგეჭკორი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711620000

ბიზნესი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფ...

ბიზნესი

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი