გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პლასტიკის ნარჩენების შემცირების მიზნით შემუშავებული რეგულირების საკითხები პარლამენტში განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და ზურაბ ეზუგბაიამ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, პლასტიკის ნარჩენების შემცირების მიზნით შემუშავებული რეგულირების საკითხები განიხილეს.
სამუშაო ჯგუფს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ხელმძღვანელობდა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ქვეყნისთვის გარემოს დაბინძურების შემცირების, ნარჩენების მართვის რეგულირების და მწვანე ეკონომიკის განვითარების აუცილებლობის საკითხებზე და ხაზგასმით აღნიშნა, ამ პროცესში ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციით, მნიშვნელოვანია ისეთი რეგულაციების შემუშავება, რომელიც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის და ეკონომიკურ საჭიროებებს დაარეგულირებს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ცვლილების შესახებ, რომელიც პლასტმასისაგან დამზადებული პლასტმასის ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების და გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების, წარმოების, იმპორტის და ბაზარზე განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს.
ცვლილება შეეხება იმ კვების ობიექტებს, რომლებიც მომხმარებლებს მზა სურსათს პლასტმასისგან დამზადებული, ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით სთავაზობენ.
ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობით, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას პლასტიკის მოხმარების შემცირების მიმართულებით, მათ შორის პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული წყლის შესყიდვისა და გამოყენების რეგულირების საკითხებზე.
შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება რეგულაციების ამოქმედების ვადებზე გამახვილდა. როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, ნარჩენების მდგრადი მართვა ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მეტი ეფექტიანობისთვის სამუშაო პროცესებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ჩართულობის სურვილი გამოთქვა.
განხილვას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები და ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი პირები და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოში, ყოველწლიურად, დაახლოებით 612,5 მილიონი ერთეული ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქა, თავსახური, საკვების კონტეინერი, დანა, ჩანგალი, კოვზი, ე.წ. „საწრუპი, თეფში და სასმლის მოსარევი მოიხმარება, რაც ჯამურად, 3.9 - 5.9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
1763130518
ახალი ამბებიმთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 202...
1763130130
საზოგადოებადავით მათიკაშვილი გიორგი გახარიას „ჰერტის სკოლის“ სტიპენდიატობაზე: შეიძლება ამას მარტივად დავარქვათ აგენტის დაფინანსების ფორმის მოძიება
გიორგი გახარია როგორი „წარჩინებული მკვლევარიც“ არის, კარგად გამოჩნდა გუნდიდან მისი გაქცევის და გუნდის ღალატის მომენტში, კარგად გამოჩნდა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც მძიმე ბრალი აქვს წაყენებულ...
1763128641
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეე...
1763128304
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ოპოზიციის წაკითხულ წერილზე: ცალ ფეხზე მდგომის ინსტრუქციები - ასე დავარქვი ამ მოცემულობას. ამ ადამიანებს განცხადების დაწერაც კი არ შეუძლიათ და არ ენდობიან
აი, რა სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში გაგდებს აგენტობა ადამიანს. მას შეიძლება გააჩნდეს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს პასპორტი მაგრამ თავიდან ბოლომდე იმართებოდეს დავალებებით ქვეყნის ფარგლ...
1763127982
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ ურთიერთდაკავშირებასა და მდგრადობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო სანდო და პროაქტიული პარტნიორია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შეთანხმების განხორციელებაში და მტკიცედ უჭერს მხარს...


























