გეკა გელაძე: აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული

გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციების მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი. ეს სიცრუეა, - განუცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ პირადად გაეცნო ამ მიმართულებით განხორციელებული ყველა შესყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და სრული პასუხისმგებლობით შეუძლია განაცხადოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში „კამიტი“ არასოდეს შეუსყიდია.

„აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოყენებული. სხვადასხვა აქციის დაშლის პროცესში გამოყენებული ყველა ნივთიერება არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიისგან, რომელიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში“, - განაცხადა გელაძემ.

მისივე თქმით, საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გამოიკითხებიან ადამიანები და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764662145

ახალი ამბები

ნინო წილოსანი BBC-ის სტატიაზე: თავად ერთ-ერთი ჩვენების მიმცემი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მას არანაირი სამედიცინო კვლევა ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია

თავად ერთ-ერთი ჩვენების მიმცემი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მას არანაირი სამედიცინო კვლევა ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია,- განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილ...

ნინო წილოსანი

1764661686

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი BBC-ის სტატიაზე: ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის ტელემაუწყებლობა ასეთ აბსურდში არის გადასული, რათა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ინტერესები დააკმაყოფილოს

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა ასეთ აბსურდში არის გადასული, რათა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ინტერესები დააკმაყოფილოს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1764661338

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება

შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმი...

გივი მიქანაძ

1764660865

ახალი ამბები

საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება

„განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება“, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე. მისივე თქმით, მოსწა...

იტალია

1764660270

საზოგადოება

პრემიერი: განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას, რომელიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში

ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია...

ირაკლი კობახიძე