„ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში...“ - მეუფე შიომ მორწმუნეებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა

„ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში“, - განაცხადა სამების ტაძარში ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა.

მეუფემ მორწმუნეებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. 

„გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. წმინდა მოწამეებს არავის და არაფრის ეშინოდათ. მისი [წმინდა გიორგის] ღვაწლი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის წყალობაც მასზე იყო განსაკუთრებული. ეს გამოვლინდა იმაში, რომ თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა მას. წმინდა გიორგისთვის ჭეშმარიტი გზა და ცხოვრება იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დღეს გავიდა ზუსტად 20 წელი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით.

მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო წმინდა გიორგობაც, ამ ტაძრის კურთხევიდან 20 წლის თავიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ურთულეს ათწლეულებში მოგვივლინა ასეთი ბრძენი და სულიერი საჭეთმპყრობელი. ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732305428

სოციალური მედია

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ

 საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა. სასიამოვნო სიახლე სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მივესალმოთ ენი მამარდა...

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ

1732303264

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 5 ნიშანი ამ შაბათ-კვირას ძალიან ბედნიერი იქნება

ამ შაბათ-კვირას ზოდიაქოს ხუთი ნიშნის ცხოვრებაში ნამდვილი ზღაპარი მოხდება:  ვერძი ამ შაბათ-კვირას ვარსკვლავებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადეს. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი სამუშაო ან შემოქმედებითი შეთა...

ააა

1732301729

სოციალური მედია

„მამაჩემი იყო ტაქსის მძღოლი, მაგარი კაცი ძალიან... მთავარია ვაჭრული სული არ გქონდეს, არაფერი სირცხვილი არ არის“ - რას იხსენებს მაკა შალიკაშვილი

მსახიობ მაკა შალიკაშვილის ცხოვრებაში უამრავი განცდა, სიხარული და ტკივილი იყო, ისეთი რთული პერიოდები, როცა არ ეღიმებოდა, თუმცა, ყოველთვის გულწრფელად უღიმოდა მათ, ვინც მის მიმართ სითბოს გამოხატავდა. როგ...

მაკა შალიკაშვილი

1732299495

საზოგადოება

„ასეთი შტერი თავად ნამდვილად არ ვარ“ - ცნობილია რომელ სერიალში ვიხილავთ ნათია წიწილაშვილს

გარკვეული პაუზის შემდეგ, მსახიობი ნათია წიწილაშვილი ეკრანზე ბრუნდება. მას უკვე პოპულარულ სერიალში - „სიყვარულს მიღმა“ ვიხილავთ, რის შესახებაც იგი kvirispalitra.ge-სთან საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინ...

ნათია წიწილაშვილი

1732297087

სოციალური მედია

„რამდენიმე დღეში ვერაგს ბოლო რაუნდში შევებრძოლებით“ - თორნიკე ყაჯრიშვილი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ჟურნალისტი და პროდიუსერი თორნიკე ყაჯრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილის, პატარა დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლეს ინფორმაციას გვიზიარებს:  „დათიკოს გმირობის ისტორია გრძელდება....

თორნიკე ყაჯრიშვილი