გიორგი ვოლსკი: არ არსებობს არცერთი მაჩვენებელი, რომელზედაც შევთანხმდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ვარღვევთ ან მნიშვნელოვნად ვარღვევთ

არ არსებობს არცერთი მაჩვენებელი, რომელზეც შევთანხმდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ჩვენ ვარღვევთ ან მნიშვნელოვნად ვარღვევთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას თავისი მიზეზები უნდა ჰქონდეს.

„არ არსებობს არცერთი მაჩვენებელი, რომელზეც შევთანხმდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ჩვენ ვარღვევთ ან მნიშვნელოვნად ვარღვევთ, იმდენად რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან რაღაც ისეთი ხდება, რაც აკრძალულია და რაც გამორიცხავს ვიზალიბერალიზაციის გაგრძელებას. შეჩერებას თავისი მიზეზები უნდა ჰქონდეს. ეს მიზეზები არ არსებობს, ჩამონათვალში რაც არის. აქ შემოაქვთ ახალი მცნება, რომ თითქოსდა პოლიტიკურად მთავრობა არ ვარგა და მილიონ 200 ათასი ადამიანი, ვინც მას მხარი დაუჭირა, უნდა დაისაჯოს.

დაისაჯოს იმიტომ, რომ არ გამოვიდა და არ ჩამოაგდო ხელისუფლება ან, ყოველ შემთხვევაში არ მოეხმარა მათ, ვინც ხელისუფლების ძალით ჩამოგდებას ლამობდა. ამ პოზიციას არ იზიარებს ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. ეს არ არის მხოლოდ უნგრეთი თუ სლოვაკეთი. იქ სხვა პრაგმატული მოსაზრებებიც არსებობს საქართველოსთან მიმართებაში. ყველაზე საოცარი რაც არის, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მოლოდინი არ მაქვს, რომ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რომ ხელისუფლება კი არ უნდა დაისაჯოს, არამედ მთელი ხალხი, ვინც ხელისუფლებას ხმა მისცა, ვინაიდან ისინი არ ასრულებენ იმას, რასაც შეასრულებდა, მაგალითად პაატა ბურჭულაძე რომ მოსულიყო ხელისუფლებაში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762955420

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, ვისთან და რასთან აქვთ საქმე

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, „ნაცოინალური მოძრაობის“ სახით ვისთან და რასთან აქვთ საქმე, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1762954103

საზოგადოება

პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტ...

პროკურატურა

1762953442

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია ჰერჩინსკის განცხადებაზე: გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ დამკვეთებმა

გიორგი გამსახურდია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გზაზე, უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე, X-ზე ეხმიანება. მისი...

გიორგი გამსახურდია

1762953333

მსოფლიო

ერდოღანის განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი C-130 ტიპის თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შავი ყუთი მაშველებმა იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელ...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1762953027

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7059 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7064  ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტის კურსი